ნათია კიკნაძის მიერ მომზადებული სასწავლო
რესურსი ,,კვირის შეტყობინება,,
სასწავლო რესურსების
მრავალფეროვნება საინტერესოს ხდის სასწავლო პროცესს. განსაკუთრებით კი I კლასში. მოსწავლეები ხალისით
ერთვებიან რესურსის შექმნის პროცესში და შემდეგ მოუთმენლად ელიან მასზე მუშაობას.
სასწავლო რესურსი
---,,დღის შეტყობინება,,
(ინსტრუქცია)
სასწავლო რესურსი მოიცავს დღის შეტყობინებას,
თვის, რიცხვის, დღის, ამინდის და მოსწავლეთა რაოდენობის შესახებ. ვიზუალურად თეთრ ფორმატზე
ფერადი ფურცლებით შექმნილი ყვავილების აპლიკაციაა. ყვავილებს აქვთ დიდი გული, რომლებზეც
დამაგრებულია ქაღალდის წებოვანა. მასზე თავსდება ყვითელი დისკო ფოთლებზე შესაფერისი
წარწერებით. სულ 5 ყვავილია. თითოეულ მათგანს ფოთოლზე აქვს წარწერა: ,,დღე,, ,,რიცხვი,,
,,თვე,, ,,ამინდი,, და ,,მოსწავლე,,.
ცალკე ლურჯ ფორმატზე დამაგრებულია ჯიბაკები ანალოგიური წარწერებით: ,,დღე,, ,,რიცხვი,,
,,თვე,, ,,ამინდი,, ,,მოსწავლე,, და
მათში მოთავსებულია ყვავილის გულის შესაფერისი
წრე წარწერებით : კვირის დღეები, თვეეები, რიცხვები. ხოლო ამინდის ჯიბაკში კი
გვაქვს ფერადი ფურცლებით დამზადებული მზე, ღრუბელი, წვიმა, ფიფქი.
რესურსით ხდება კლასის მობილიზება პირველ გაკვეთილზე
მორიგე მოსწავლის მიერ.
ამ რესურსით გავდივარ
შემდეგ სტანდარტზე: ესგ.სტანდარტი. ბუნ.I.1
მოსწავლე მონაწილეობს მარტივ პრაქტიკულ აქტივობებში.
.აგროვებს და ჩაინიშნავს კითხვაზე პასუხის გასაცემად
საჭირო მონაცემებს(ნახატებს, პირობითი ნიშნების საშუალებებს)
მის დამზადებას დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია.
ჯგუფური მუშაობის პროცესში ჩვენ შევქმენით ყვავილების, ფოთლების, ბალახის, რგოლების
მონახაზები. გამოვჭერით და ავაწყვეთ აპლიკაცია. ასევე გამოვჭერით ჯიბაკები და მასში
მოვათავსეთ დღეების, თვეების დასახელებები და რიცხვები.
https://docs.google.com/presentation/d/1i0pmAE9VcZff-mPm1fOfAJtNtisAUIMC3Nc-fkr5QxY/edit?usp=sharing მიუხედავად იმისა,
რომ რესურსი დამაგრებულია კედელზე და არ ხერხდება მისი გადაადგილება, ვთვლი რომ მისი
გამოყენება შეუძლია სხვა საგნის მასწავლებელსაც.
რესურსი გაძლებს რამოდენიმე წელი, ფერების გახუნების შემთხვევაში დავამზადებთ
ახალს.
პირველი გაკვეთილის დასაწყისში მორიგე მოსწავლე
შესაფერის სიმბოლოებს განათავსებს ყვავილზე და ვღებულობთ იმ დღის ინფორმაციას. მაგ: ორშაბათი, 11 თებერვალი, ღრუბლიანია( დავამაგრეთ
ნაცრისფერი ღრუბელი) მოსწავლე 4 -2(მყავს ოთხი მოსწავლე და აკლია 2)
რესურსი მოსწავლეებში იწვევს დადებით ემოციებს,
ამაღლებს მოტივაციას, უვითარდებათ შემოქმედებითი
უარ-ჩვევები. მოსწავლეებს გაუადვილდათ კვირის დღეებისა და თვეების დამახსოვრება, გაივარჯიშებენ
რაოდენობების შეკრებასა და გამოკლებაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий