მასწავლებელი: ნათია კიკნაძე
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
მუსიკა, ხელოვნება
|
კლასი: I-II-III-IV
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თემა: სპექტაკლი: ,,თოვლის გუნდას თავგადასავალი ,,
|
დრო: ნოემბერი, დეკემბერი
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოსწავლეთა პროფილი: პირველ კლასიდან მეოთხე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლე, მათგან არცერთია სსსმ.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თემის შინაარსი/ პროექტის აქტუალურობა:
იყო და არა იყო რა, იყო ერთი თოვლის სამეფო, სადაც ულამაზესი ფიფქები ცხოვრობდნენ. ფიფიქებს ყველაზე მეტად ის დრო უყვარდათ, როდესაც ღრუბლებლებში ჩასხდებოდნენ და ქვეყანას ათოვდნენ.
მოდიოდნენ და მოდიოდნენ უმშვენიერესი ფიფქები და ეფინებოდნენ დედამიწას. უხაროდათ თვითონ და ახარებდნენ აადამიანების გულებსაც. ალამაზებდნენ ფოთლებისგან გაძარცვულ ხეებს და მინდორ-ველებს.
ხოდა ამ სამეფოში ცხოვრობდა ერთი პატარა ფიფქი, რომელსაც ძალიან უნდოდა დედამიწაზე ჩამოსვლა. არა! ისე კი არ უნდოდა რომ დაფენილიყო სხვა ფიფქებივით და მერე მთელი ზამთარი უკან დაბრუნებას დალოდებოდა. არა! იცით რა უნდოდა? დედამიწაზე თავისი ტოლა გოგო-ბიჭები გაეცნო და მათთან ერთად ეცინა, ემღერა, ეცეკვა და დრო ფერადად გაეტარებინა!
ერთ საღამოს, ძილის წინ დედას სთხოვა ,გაეშვა დედამიწაზე… და დედა ფიფქს დაეთანხმა, ოღონდ გააფრთხილა, სახლში არ დაეგვიანა…
ფიფქსაც მეტი რა უნდოდა? ფრიიი და დედამიწაზე ჩამოფრინდა. (შემოდის სცენაზე ფიფქი, დადგება შუა ადგილზე და ამბობს):
----ესეც ასე! პირველი ფიფიქი ვარ, რომელიც დედამიწაზე ჩამოვფრინდი! ყველას გამოვასწარი! რა კარგია! (დატრიალდება) ვიდრე ჩემი დაიკო ფიფქები და ჩემი ძამიკო გუნდები ჩამოვლენ, მოვასწრებ და საინტერესო მოგზაურობას მოვაწყობ!
----აუუუუუ აუუუუუ (ისმის მგლის ხმა კულისებიდან)
----ვაიმე! ეს რა ცუდი ხმაა! შემეშინდა! აუცილებლად სადმე უნდა დავიმალო! (იმალება ფიფქი იქვე, ფარდის წინ)
---აუუუუუ
შემოდიან მონადირეები ორი მონადირე ( ფრთხილად, თოფებით, დადგებიან წინ და საუბრობენ)
---სად წავა! სად დაგვემალება!
---სულ ერთია, სულს გავაფრთხობინებთ!
---რომ დაგვისხლტეს და ვერ გავაფრთხობინოთ?
---შენ პირველკლასელი კი ხარ, მაგრამ წითელქუდას ზღაპარი ხომ იცი?
---კი, ვიცი, მერე?
---მერე და ყველა ზღაპარში ჩვენ, მონადირეები სულს ვაფრთხობინებთ ხოლმე მგელს და ახლა რაღა შეგვიშლის ხელს?
---აი, ვახსენეთ მგელი და წითელქუდა მოდის!
(შემოდის წითელქუდა, ამაყად, ლაღად)
---გამარჯობათ ბიჭებო! და ეს ლამაზი ფიფქი ვინ არის?
---მე…იცით.. მე..რაღაც უცნაური ხმა გავიგონე და შემეშინდა! ამიტომ ვიმალები!
---ეგ მგელია! უნდა დაიმალო, თორემ შეგჭამს!( გამოიყვანს ფიფქს)
---არ მინდა შეჭმა! რატომ უნდა შემჭამოს!?
აი მომისმინე: 1. წითელქუდას სიმღერაhttps://www.youtube.com/watch?v=67I3KTtexBA
---საწყალი მგელი…(ფიფქი)
---მგელი? და საწყალი?( მონადირეები და წითელქუდა ერთხმად)
---ხო, რა იყო? მოგისმინე წითელქუდა და მაინტერესებს, მგელს ჰკითხა ვინმემ რატომ უნდოდა თქვენი შეჭმა?~(ფიფქი)
---არა, არ გვიკითხავს!(1 მონადირე)
---მოდი მართლა, ვკითხოთ!(2 მონადირე)
ოთხივე ეძახის მგელს:
---მგელოოო, აუუუ, მგელოოო
(კულისებიდან ისმის მგელის ხმა)
----რა გნებავთ? მუცელი გინდათ გამომიფატროთ და სული გამაფრთხობინოთ? არ შემიჭამია ბატონო ჯერ არც წითელქუდა და არც ბებია!
---არა მგელო, არა, მოდი! მეგობრობა გვინდა!(წითელქუდა)
---მგონი ახალი წელი მოდის თორემ, მე ახლა ვინმე მეგობრობას შემომთავაზებდა?(მგელი)
შემოდის მგელი: 2 მგელის სიმღერაhttps://www.youtube.com/watch?v=-u6lbAv93UM
--- აი, ასეც ვიფიქრე, ხედავთ რა დღეში ყოფილა? ( და ჩაეხუტება მგელს)
---კიდევ კარგი მოხვედი ფიფქო, თორემ…(2 მონადირე)
---სულ სხვაგვარად დამიმთავრდებოდა დღეე..( ამოიხვნეშებს)
---აქ უკვე ცივა, მგელსაც და ჩვენც ძალიან შეგვცივდება! დაბლა ხეობაში სკოლაა, ახალი წელი მოდის და აუცილებლად მიგვიღებენ, მივიდეთ!(1 მონადირე)
---მივიდეთ! მივიდეთ! იქნებ საახალწლო ზეიმზეც მოვხვდეთ! ფიფქი
(იხსნება ფარდა)
სცენაზე სხედან მონაწილეები და
ფიფქი მიმართავს კონკიას, რომელიც სცენას გვის:
---შენ ვინ ხარ?
--მე? კონკია ვარ, ვერ მიცანი?
--მე ხომ ფიფქი ვარ, აქ არავის ვიცნობ…მომიყევი შენზე რა გთხოვ!
---ეხხ, კარგი, მოგიყვები ჩემს ამბავს, მაგრამ ვიდრე ფერია არ მოვა და მეჯლისზე არ გამიშვებს, ასე მოწყენილი ვიქნები, ამ დაკონკილი ტანსაცმლით…
---ეგ მეც შემიძლია იცი? შენ შენი ამბავი მომიყევი და მე საუკეთესო სამჯლისო კაბას გაგიჩენ!
---მართლა?
---მართლა!
კონკიას სიმღერა: 3https://www.youtube.com/watch?v=MFPlGrfx7kU
კონკია და პრინცი იცეკვებენ და პრინცი მიმართავს ფიფქს:
---მშვენიერო ფიფქო! მაქვს პატივი გაცნობოთ, რომ როდესაც სახლში დაბრუნებას გადაწყვეტთ, მე ჩემი ამალით გაგაცილებთ!
---მადლობა!
---და ვიდრე აქ ბრძანდებით, თქვენს უსაფრთხოებაზეც მე ვიზრუნებ!
სცენაზე შემოდის გუნდა:
---უუფფ რა უსაფრთხოდ დავეშვი! და თან ზუსტად იქ, სადაც მინდოდა!
---ჩემო გუნდა, როგორ მომაგენი!? მომენატრე უკვე!
---დედამ მითხრა სადაც იქნებოდი! იცი, ცოტა ჯავრობს, შეაგვიანდაო!
---გუნდა, მოდი, დავესწროთ ამ საახალწლო ზეიმს და მერე დედასთან პრინცი გაგვაცილებს!
შემორბიან გოგონები:
---რაო? პრინცი გვესტუმრაო?
--და დედა არ ჯავრობსო?
4. გუნდა, გუნდაhttps://www.youtube.com/watch?v=EAe3Q_tASME
---მოდი რა, მართლა წავიდეთ კარუსელზე! (გუნდა)
---კარგი, წავიდეთ და ბავშვებიც წავიყვანოთ! რა სახალისო იქნებააა! (ფიფქი)
5. კარუსელიhttps://www.youtube.com/watch?v=EAe3Q_tASME
---აბა ახლა მართლაც ყველანი წავედით კარუსელზე!(ფიფქი)
(ბავშვები წამოიშლებიან და შემორბის პატრული)
---სდექ! სდექ! სდექ!!!(პატრული)
---რა მოხდა? (ფიფქი)
---ჯერ დასხედით ! წესრიგი!(პატრული)
ბავშვები დასხდებიან და პატრული ამბობს:
---რა მოხდა და აღარ შემიძლია! ამ დროს, როდესაც ყველა ფაციფუცობს და ყველა საახალწლო სამზადისშია, თქვენ რა კარუსელზე ტრიალი მოგდომებიათ? მე კიდევ ორი მთვრალი მანქანა ვერ დამიჭერია!
---მთვრალი მანქანა?(ფიფქი)
---ხო, ხო, მთვრალი მანქანა! არ იცით ხომ?
(მიტრიალდება ბავშვებისაკენ)
---ბავშვებო, იცით რა დასანანია როდესაც გივიწყებენ? აი, ასე დაივიწყეთ შაქრო და ზაქრო. ისინიც დარდით სვავენ ამ დალოცვილ ღვინოს და მერე დავდევ მე რაიმე უბედურება რომ არ დატრიალდეს!
---მოიყვანე რა, გავიცნობთ!
---აჰა, მოდიან, გაეცალეთ!
6. შაქრო და ზაქროhttps://www.youtube.com/watch?v=LGWVlR88DLQ
ცეკვის შემდეგ ჩამოსხდებიან სცენაზე და შემოდის სესილი:
---მოდით, გაზაფხულზე წავიდეთ კარუსელზე!
---ახლა მაგის დრო არაა გუნდა, ცივა!
---ახლა გემრიელი გოზინაყის, მოხალული თხილის,
---ჩამიჩის და ჩურჩხელების კრაწუნის დროა!
7. თხილიhttps://www.youtube.com/watch?v=aIJ_MrbqOD4
---ესენი ისეთი კეთილი მანქანები არიან, ამათი დავიწყება შეიძლება?
---ექიმთან სწორედ ამათმა გაგვაქცუნეს!
შემოდის მაშა:
--ვინ თქვა რომ დავივიწყეთ? ყველა ბავშვი ერთ ტაფაში კი არ უნდა მოხრაკოთ! (დააბაკუნებს ფეხს)
---აი მე ციგურებით სრიალს ვსწავლობ და გაყინულ ტბამდე შორია! ხან ზაქროს მივყავარ იქამდე და ხან შაქროს! სულ ნასვამები კი არ არიან!
--მადლობა ბიჭებო!
8. მაშას სიმღერაhttps://www.youtube.com/watch?v=wr_68UWJK0E
შემოდიან მეორეკლასელი ბავშვები:
---რა კარგ დროს გვესტუმრეთ!
---ირგვლივ ახალი წლის განწყობა და ჟრიამულია!
---იქნებ საჩუქარიც შეგხვდეთ!
---და საახალწლო ნატვრა ყველას აგვისრულდეს!
9. ახალი წელი მოდისhttps://www.youtube.com/watch?v=lm4F4HC4jYk
---მოდი, გავაგრძელოთ ეს განწყობა! გარეთ ცივი ზამთარია! თუმცა მთელი ქვეყანა სიხარულში გახვეულა! ყველანი ახალი წლის მობრძანებას და სურვილების ასრულებას ველოდებით!
10. ზამთარი დადგა..https://www.youtube.com/watch?v=wM0SDcvRJjw
--მინდა თქვენთან ახალ წელს შევხდე! (გუნდა)
---მერე დედა? ახალ წელს ხომ ყველა თავის ოჯახში ხვდება? (ფიფქი)
---ჩვენ ახალ წელს ჩვენს სახლში, ჩვენი ოჯახის წევრებთან შევხვდებით და თან საგზლად რამდენი რამე მიგვაქვს?(ფიფქი)
---ლექსები? ლექსები დაავიწდათ?
---ბავშვებო, გთხოვთ, ლექსებიც გვითხარით რომ საგზლად წავიღოთ!
ლექსები
---ესეც ლექსები, მადლობა ბავშვებო! წავედით გუნდავ!(ფიფქი)
---ეტლი მზადაა!(პრინცი)
---მე რომ თოვლის ბაბუის ნახვა მინდოდა! დავრჩეთ რა ცოტა ხნით, იქნებ მოვიდეს!(გუნდა)
ისმის ხმა: ხო, ხო, ხო, რა ზამთარი გვაქვს ბიჯოს!
შემოდის სცენაზე და ამბობს:
---გამარჯობათ ბავშვებო! უჩემოდ არც ახალი წელი არსებობს და არც საახალწლო ღონისძიება!
--მოვედი ჩემო პატარებო და ისეთი დალოცვა მოგიტანეთ, საუკუნეებს რომ გაუძლებს!
ლექსი დალოცვა
---საჩუქრები? საჩუქრები არ მოგვიტანე? (გუნდა)
---ოოოო, როგორც უჩემოდ ახალი წელი არ იქნება, ისე საახალწლო ღონისძიება საჩუქრების გარეშე არ შეიძლება!
დაარტყავს ჯოხს იატაკზე და ამბობს:
---საჩუქრები ჩემს ცუგრუმელებს!
დარიგდება საჩუქრები და ფიფქი ეუბნება თოვლის ბაბუს:
---თქვენ ისეთი კარგები ხართ, რომ დარწმუნებული ვარ კიდევ გექნებათ რამე ჩემთვის გადანახული!
(ბავშვები ერთხმად)
---კიი, დავიწყოთ!
ასე დამთავრდა ფიფქის და მისი ძმა გუნდას ფერადი თავგადასავალი დედამიწაზე...
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროექტის მიზანი:
მოსწავლეები შეძლებენ:
ü შემოქმედებითი უნარების განვითარება
ü მხატვრული კითხვის გაუმჯობესება
ü როლური თამაშის მორგება
ü ტოლერანტული დამოკიდებულება
ü ურთიერთშეფასება
ü თვითშეფასება
ü სამსახობო უნარების განვითრება
ü ესთეთიკური თვალსაწიერის გაფართოება
ü მივიწყებული ქართული მულტფილმების გაცოცხლება
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ესგ სტანდარტი:ქართ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტითგანსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება დაგადმოცემა
მოსწავლე: .ისმენს და ადეკვატურად აღიქვამს მარტივ ინფორმაციასნაცნობØ თემაზე.
ამოიცნობს მოსმენილი მხატვრული ტექსტის პერსონაჟის ემოციურØმდგომარეობას (მხიარული, მოწყენილი, გაკვირვებული და ა. შ.);
დავალებათა / აქტივობათა ნიმუშები: სიტუაციური/როლური თამაშები, ჯგუფური აქტივობები (მოსწავლეთათვის სხვადასხვა სამეტყველო როლისØშეთავაზებით); ინტერაქცია (კითხვა-პასუხი) ნაცნობი ტექსტის/თემისშესახებ;Ø თხრობა, საუბარი . პერსონაჟის განსახიერება (შესაბამისი ხმისტემბრით, ჟესტებით, მიმიკით, ინტონაციით, რიტმულიØ მოძრაობებით)
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები: მოსწავლეებს შეუძლიათ მცირე ზომის ტექსტების, დიალოგების დამახსოვრება. საბავშვო სიმღერების შესრულება. აპლიკაციების დამზადება.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
განსახორციელებელი აქტივობები:
1. იდეის ჩამოყალიბება.
2.სცენარის შექმნა.
3. სცენარის მოსწავლეებისათვის გაცნობა
4. მშობლებთან თანამშრომლობა
5. როლების განაწილება შესაძლებლობების მიხედვით.
6..რეპეტიციები
7.რესურსების შექმნა
8.ღონისძიების ჩატარება
9.მოსწავლეების რეფლექსია
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოსალოდნელი შედეგები: ღონისძიების შემდეგ მოსწავლეებს უკეთ განუვითარდებათ შემოქმედებითი უნარები, გაუუმჯობესდებათ მხატვრული კითხვა, მოირგებენ როლებს , განუვითრდებათ ტოლერანტული დამოკიდებულება, შეაფასებენ საკუთარ და სხვის შესალებლობებს, მოიძიებენ ძველ ქართულ მულტფილმებს, გაიფართოვებენ ესტეტიურ თვალსაწიერს.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პირველი კვირა: იდეის ჩამოყალიბება და სცენარის დაწერა.
მეორე კვირა: სცენარის დაწერა/შექმნა
მესამე კვირა:მშობლებთან თანამშრომლობა და როლების გადანაწილება.
მეოთხე კვირა: რეპეტიციები
მეხუთე კვირა: რეპეტიციები+რესურსების შექმნა
მეექვსე კვირა: რეპეტიციები .ღონისძიების ჩატარება
მოსწავლეების რეფლექცია.
(შენიშვნა: კვირeებს დაწერთ იმის მიხედვით თუ რა დროში გაქვთ გაწერილი)
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროექტის განსახორციელებლად საჭირო მასალა:
ბეჭდვითი მასალები: სცენარი. სიმღერის ტექსტები.
ინვენტარი/მასალები: ფერადი ფუქცლები, თეთრი ფურცლები, დეკორაციები, ბუხარი, ბუშტები, ნაძვის ხე.
სხვა რესურსი: https://www.youtube.com/watch?v=uMOuxKibzNQ
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მონიტორინგი და შეფასება:
პროექტის მონიტორინგი
|
пятница, 21 июня 2019 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий