საზაფხულო სკოლის მეოთხე და მეხუთე დღის რეფლექსია
მეოთხე დღეს მოსწავლეებს დავახვედრე ტექსტი ,,ურჩი ულვაში,, . ტექსტის წაკითხვამდე მათთვის სავარაუდო უცნობი სიტყვები განვმარტეთ. შემდეგ კი შევადგინეთ მათი გამოყენებით მარტივი წინადადებები.
ტექსტზე მუშაობის დროს გამოვიყენე წყვილებში კითხვა. ეს მეთოდი მოსწავლეებს ძალიან უყვართ, წყვილებს ვადგენ გამოსაძახებელი ჩხირების მეშვეობით. მარტივი კითხვების დახმარებით მოსწავლეებმა გაიაზრეს ტექსტი და დაახასიათეს უჩა ბაბუ თავისი ურჩი ულვაშით. ეს წინადადებები გადაიტანეს მოსწავლეებმა ფლიფჩარტზე. კალიგრაფიის რვეულში კი ჯერ გამოწერეს ასო-ბგერა ,,უ,, , შემდეგ კი ტექსტის ბოლო აბზაცი გადაიწერეს.
მათემატიკის საათის დროს დავურიგე ფურცლები , სადაც ამობეჭდილი იყო ლოკოკინა. ლოკოკინას სახლი წარმოადგენდა წრეების მიმდევრობას. კერძოდ კი მწვანე, ყვითლი, წითელი. მოსწავლეებს ასეთი მიმდევრობით უნდა გაეფერადებინათ ლოკოკინას სახლი. სამუშაო იყო სახალისო და მოსწავლეებმა ხალისით შეასრულეს დავალება.

Комментариев нет:
Отправить комментарий