пятница, 7 июня 2019 г.

                                                          მეხუთე დღე
       დღეს ჭინჭარზე ვისაუბრეთ, ტექსტიც ასეთივე სათაურის გვქონდა ,,ჭინჭარი,,.  წავიკითხეთ და გავიხსენეთ ასო-ბგერა ჭ-ს ჩაწერა კალიგრაფიის რვეულში. დავახასიათეთ ჭოლა ბიჭი. ვისაუბრეთ ჭინჭრის თვისებებზე, საბოლოოდ კი ტექსტის გარშემო შედგენილი მარტივი წინადადებები გადავიტანე ფლიფჩარტზე.
     მათემატიკის საათზე მოსწავლეებმა ივარჯიშეს 20-ის ფარგლებში მიმატება-გამოკლების მაგალითებზე.  ნამუშევრები მოათავსეს თავინთ ჯიბაკებში.
 საშინაო დავალებად ვთხოვე რომ  შეეჯამებინათ ეს  ხუთი დღე და რამოდენიმე წინადადებით გადმოეცათ თავიანთი განწყობა. დაველოდები ორშაბათს და მათ ნამუშევრებს აუცილებლად გამოვაქვეყნებ ბლოგზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий