მათემატიკის რესურსი ,,მეცხვარეები,,
აღნიშნული რესურსის შექმნა განაპირობა ინტეგრირებულმა გაკვეთილმა ქართულ ენასა და მათემატიკაში ,, გამოცანა ჭკვიანი ბავშვებისათვის,,. რესურსი სავსებით შეესაბამება ესგ-ით განსაზღვრულ მისაღწევ შედეგებს, რადგან მისი შექმნისას გავითვალისწინე სამიზნე ჯგუფის თავისებურებანი.
I კლასში მოსწავლეები შეისწავლიან თვლას, რიცხვების შედარებას, შეკრება-გამოკლების მოქმედებების შესრულებას. სასწავლო პრაქტიკიდან გამომდინარე ვიცით, რომ მათ ჩხირების, კუბიკების ან მანიპულატივების დახმარებით ძალიან უყვართ მაგალითებზე მუშაობა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მოსწავლეებთან ერთად შემექმნა სასწავლო რესურსი ,,მეცხვარეები,, და მათთვის კიდევ ერთი დამატებითი მანიპულატივი დამემზადებინა. მოსწავლეები დიდი ხალისით ჩაერთვნენ რესურსის დამზადების პროცესში. გამოვჭერით 20 ცხვარი, რომლებსაც უკან დავუმაგრეთ ისეთი წებოვანი, რომლის მეშვეობით მისი გადაადგილება ან დამაგრება ძალიან მოსახერხებელია. .
რესურსი წარმოადგენს ფორმატზე დატანილ ოქ მეცხვარეს, ხეებს, ღობეს, ღრუბელს. ასევე შევქმენით დამხმარე ფარა, ,,ცხვრების,, ნაკლებობის შესავსებად.(ასეთის არსებობის შემთხვევაში)
რესურსს ვიყენებთ ძირითადად შეკრება -გამოკლების ან შედარების მაგალითების დროს. მოსწავლეები დიდი ხალისით და უშეცდომოდ ასრულებენ მისი მეშვეობით შეკრება-გამოკლების მოქმედებებს.
მინდა ავღნიშნო რომ მისი გამოყენება შეეძლება უცხო ენის მასწავლებელს, როდესაც შეასწავლის მათ თვლას და რიცხვებს.
რესურსი ,, მეცხვარეების,, გამოყენებით საგაკვეთილო პროცესი კიდევ მეტად ხალისიანი გახდა და გაზარდა მოსწავლეთა ჩართულობა. კონკრეტულად კი მოსწავლეებს განუვითარდათ თვლის, შეკრება-გამოკლების და შედარების უნარ-ჩვევები.
დავუშვათ რომ მოსწავლე ასრულებს მაგალითს დაფაზე 12+7=
იგი მიდის რესურსთან, რომელის განთავსებულია კედელზე და ერთ მეცხვარესთან ამაგრებს 12 ცხვარს, მეორესთან 7 ცხვარს. აღსანისნავია ის, რომ ტოლობის შემდეგ მოსწავლეს გაადაქვს 12 და 7 ცხვარი ერთად გროვის სახით და იქ უკვე თვლის, რამდენი ცხვარია სულ და შემდეგ წერს პასუხს, ამ შემთხვევაში 19.
Комментариев нет:
Отправить комментарий