четверг, 20 июня 2019 г.



სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სადგურ მარელისის საჯარო სკოლის მასწავლებლის
ნათია კიკნაძის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში

თემა: „როგორ დავძლიოთ პირველკლასელთა კითხვასთან დაკავშირებული პრობლემები“


„კითხვა  გონებისთვის   იგივეა, რაც  ფიზიკური   ვარჯიში   სხეულისთვის. კითხვის გარეშე  ცხოვრება  სახიფათოა“
/გერბერტ კითჩესტერტონი/




2018/2019 სასწავლო წელი


სარჩევი
შესავალი                                                                                                1                            
თავი I    საკვლევი თემის მიმოხილვა                                               4
1.1 საკვლევი საკითხის მიმოხილვა და მისი აქტუალურობა; პრობლემის დასაბუთება                                                                                                       
1.2 მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეთათვის, მასწავლებლისა და კოლეგებისათვის                                                                        
თავი II   კვლევის მიზნები და ამოცანები                          7
2.1  კვლევის კითხვები/ჰიპოთეზა                                                             
2.2  კვლევის მიზნები                                                                  
2.3  კვლევის ამოცანა/ამოცანები
თავი III   ლიტერატურის მიმოხილვა-ანალიზი                 11
თავი IV    კვლევის მეთოდოლოგია                                        15
4.1 კვლევის ეთიკა                       
4.2  კვლევის სამიზნე ჯგუფი;                                     
4.3  მონაცემთა შეგროვების მეთოდები;                   
4.4  მონაცემთა ანალიზი;
4.5 მონაცემთა ანალიზის ცხრილები/გრაფიკები;   
4.6  კვლევის ვადები ;                                                   
თავი V    ინტერვენციები                                                             26
5.1  ინტერვენციების დაგეგმვა-განხორციელება;       
5.2  ინტერვენციების შეფასების მეთოდები;                
თავი VI    კვლევის შედეგების ანალიზი                                   31
6.1 პირველადი მონაცემებისა და ინტერვენციების შედეგების ანალიზი; 
6.2 კვლევის შედეგების ანალიზი, შედარებითი ცხრილები/გრაფიკები;
თავი VII   მიგნებები, რეკომენდაციები, ნაკლოვანებები          31
ბიბლიოგრაფია:                                                                                33

                                                     შესავალი
    აღნიშნული ნაშრომი წარმოადგენს,სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სადგურ მარელისის საჯარო სკოლის,დაწყებითი კლასის მასწავლებლის ნათია კიკნაძის მიერ ჩატარებული პრატიკის კვლევის ანგარიშს, რომელშიც განხილულია საკვლევი საკითხი სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით . 2008 წლიდან ვარ ამ სკოლის მასწავლებელი და ვასწავლი დაწყებით კლასებს.
  კვლევის ანგარიში წარმოადგენს ჩემს მიერ შესრულებულ ორიგინალურ ნაშრომს და იგი არ შეიცავს სხვა ავტორების მიერ, აქამდე გამოქვეყნებულ ან გამოსაქვეყნებლად წარდგენილ მასალას. მასში გამოყენებულია სხვადასხვა ავტორების მიერ მომზადებული მასალები. მათი გამოყენება მოხდა საავტორო უფლებების შესაბამისი წესის დაცვით. ნაშრომში მითითებულია, წყაროს ან ავტორის დასახელება, ბიბლიოგრაფიის დამოწმებით წესის შესაბამისად.
   კითხვის სწავლების უპირველესი მიზანია მოსწავლეებში წერილობითი ტექსტის გაშიფვრის უნარის გამომუშავება (გაშიფვრა, იგივე დეკოდირება - სიტყვის გრაფიკული ხატის აკუსტიკურ ხატად კონვერტირება, ანუ ასოების ამოცნობა და მათი დაკავშირება შესაბამის ბგერებთან (ფონემებთან); ბგერების სიტყვად გამთლიანება, აკუსტიკური ხატის სიტყვის მნიშვნელობასთან დაკავშირება.  
    კითხვა,  განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, დიდ ზეგავლენას ახდენს სხვადასხვა კოგნიტური უნარის განვითარებაზე. 
   კითხვა და წერა – სიმბოლური კომუნიკაციის ფორმებია, რომელიც მოითხოვს შემეცნებითი ფსიქიკური პროცესების – აღქმის, ყურადღების, მეხსიერების და აზროვნების მონაწილეობას. კითხვის ყველაზე გავრცელებული განმარტებებია: ,,კითხვა გამოსახული სიმბოლოების მნიშვნელობის ინტერპრეტაციაა” ან ,,კითხვა მრავალმხრივი უნარია, რომელიც გულისხმობს გამოსახული სიმბოლოების დეკოდირებას აზრის გაგების მიზნით”. კითხვის ათვისება სპონტანურად არ ხდება და საჭიროა მისი მიზანმიმართული სწავლება.


კითხვის სწავლებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს ხუთ სფეროზე, ესენია:
Ø  ფონოლოგიური ცნობიერების განვითარება;
Ø  ასობგერითი მიმართებების დამყარება;
Ø  კითხვის მოქნილობა;
Ø  ლექსიკური მარაგის გამდიდრება;
Ø  წაკითხულის გაგება- გააზრება.
   ეს საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, განივითარონ გაწაფული კითხვის უნარ-ჩვევები, თუმცა მუშაობა იმავდროულად უნდა წარიმართოს წაკითხულის გაგება-გააზრების უნარის განვითარების მიმართულებითაც - მოსწავლეებს უნდა ესმოდეთ ის, რასაც კითხულობენ. სწორედ ეს უნარი აძლევს მათ საშუალებას, შეიძინონ ცოდნა და მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების ტექსტებიდან.
    კითხვის სწავლების საბოლოო მიზანია წაკითხულის გააზრება, რაც გულისხმობს მკითხველის აქტიურ მონაწილეობას კითხვის პროცესის სამივე ეტაპზე: კითხვის დაწყებამდე, კითხვის დროსა და კითხვის შემდეგ. კითხვის ტექნიკის თანდათანობით სრულყოფა საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, გახდნენ გაწაფული მკითხველები, გაიგონ და გაიაზრონ წაკითხული.
    წაკითხულის გაგება-გააზრება მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ლექსიკურ მარაგზე - რაც უფრო მდიდარია მოსწავლის ლექსიკური მარაგი, მით უფრო წარმატებულია იგი, როგორც მკითხველი. ამდენად, ლექსიკური მარაგის შევსება-გამდიდრებაზე ზრუნვას სწავლების საწყის ეტაპზევე საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს. ზეპირი და ბეჭდური ვერბალური ტექსტების გარდა, მუშაობა უნდა წარიმართოს ასევე მულტიმედიური ტექსტების კითხვა-გაგების მიმართულებითაც, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ზოგადი წიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარებას.



ნაშრომი შედგება შვიდი თავისაგან.
თავი I    საკვლევი თემის მიმოხილვა
თავი II   კვლევის მიზნები და ამოცანები         
თავი III   ლიტერატურის მიმოხილვა-ანალიზი         
თავი IV    კვლევის მეთოდოლოგია
თავი V    ინტერვენციები
თავი VI    კვლევის შედეგების ანალიზი
თავი VII   მიგნებები, რეკომენდაციები, ნაკლოვანებები
ბიბლიოგრაფია.

თავი I    საკვლევი თემის მიმოხილვა
1.1  საკვლევი საკითხის მიმოხილვა და მისი აქტუალურობა;  პრობლემის დასაბუთება;
     კითხვისა და წერის უნარები ბავშვის სამეტყველო განვითარების მაღალი დონის პროდუქტებია. კითხვა   რთული  ლინგვისტური  პროცესია, რომლის  დასწავლა სკოლაში მიზანმიმართული  მეცადინეობის შედეგად ხორციელდება. კითხვის და სწავლის პროცესი გულისხმობს ენისთვის დამახასიათებელი ასოების (გრაფემების) ამოცნობის უნარის განვითარებას და მათ ფონემებთან დაკავშირებას;     ფონემების ბგერებად გაერთიანებას, ხოლო ბგერების სიტყვად გამთლიანებას .(ამ პროცესს სხვაგვარად ფომენატურ სინთეზსაც უწოდებენ); დაბოლოს, იმისთვის, რომ სიტყვის ამოკითხვის პროცესი დასრულებულად ჩაითვალოს, საჭიროა სიტყვის ცნობა და მისი მნიშვნელობის გაგება.  წინადადების წაკითხვისას, კი საჭიროა ამოკითხული სიტყვების მეხსიერებაში შენახვა, დანარჩენ ამოკითხულ სიტყვებთან დაკავშირება და მთელი წინადადების შინაარსის წვდომა.
   არიან ბავშვები, რომელნიც კითხვის სწავლისას სერიოზულ სიძნელეებს განიცდიან.  შესაძლებელია, მოსწავლეს სირთულეები კითხვის სწავლისას ნებისმიერ ეტაპზე შეექმნას - ასოების ცნობის დასწავლისას, ასოების ბგერებად გაერთიანებისას, ან ბგერების სიტყვებად გამთლიანებისას.
     ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე, ხშირია შემთხვევები, როცა პირველ კლასში მოსწავლეები არც თუ იშვიათად აწყდებიან ზემოთ ჩამოთვლილ სირთულეებს, მათ ნაწილს უჭირს ასეობის ბგერებად გაერთიანება, მარცვლის შედგენა, ამოკითხვა და სიტყვებად გამთლიანება. მოსწავლეთა ნაწილი დიდხანს კითხულობს ასო-ასო, ან მარცვლებით, უჭირთ სიტყვის ამოცნობა, მარტივი წინადადების შექმნა და ამოკითხვა.
    სწორედ ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე გადავწყვიტე კვლევის საკითხად აღნიშნული თემის შერჩევა და მნიშვნელოვნად მივიჩნიე პრობლემის გადაჭრის გზების ძიება. მიუხედვად იმისა, რომ არსებობს კითხვის სწავლების საკმაოდ ბევრი მეთოდი, მაინც თითოეული მოსწავლე ინდივიდუალურია და მათი ინდივიდუალურობა  განსაზღვრავს კლასის თავისებურებას, სწორედ ამიტომ მსურდა უკვე არსებულ მეთოდებს შორის მომეძებნა ჩემი კლასის მოსწავლეთათვის მეტად ოპტიმალური კითხვის სწავლების მეთოდები, რომელიც უფრო მეტად დაეხმარებოდა მათ კითხვის უნარის გაუმჯობესებაში.
          კვლევის შედეგების უკეთ გაანალიზების მიზნით გადავწყვიტე ჯერ არსებული მდგომარეობის გამოკვლევა, ანუ პირველადი მდგომარეობის ანალიზი, ხოლო შემდეგ შედეგების გათვალისწინებით დამეგეგმა ინტერვენიები, ინტერვენციების შედეგებისა და სასტარტო მდგომარების შედარებითი ანალიზის საფუძველზე კი გამეზომა მიღწევები.

პირველადი მდგომარეობის კვლევა
Ø  „უბრალო“ დაკვირვება.
Ø  დაკვირვების შედეგების ანალიზი.
Ø  მშობელთა ანკეტირება.
Ø  ანკეტირების შედეგების ანალიზი.

1.2 მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეთათვის, მასწავლებლისა და კოლეგებისთვის
     კვლევის ჩატარების პროცესში მაქვს მოლოდინი, რომ მოსწავლეები გააუმჯობესებენ კითხვის უნარს, მოხდება ლექსიკური მარაგის შევსება და ამავდროულად შეძლებენ ტექსტის უკეთ გაგებასა და მისი შინაარსის გადმოცემას. ვფიქრობ, რომ ლექსიკური მარაგის გამდიდრების საფუძველზე უკეთ შეძლებენ პირადი დამოკიდებულების გამოხატვას და ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციების სათანადოდ გამოყენებას. გაუმჯობესდება მათი ზეპირმეტყველებისა და წერითი უნარები.
   ასევე, იმედი მაქვს, რომ მოხდება პირადად ჩემი პროფესიული ზრდა, ვინაიდან კვლევის პროცესში გავეცნობი მეთოდურ ლიტერატურას და აღმოვაჩენ ახალ მიდგომებსა და სტრატეგიებს, რომელიც მომავალშიც დამეხმარება მსგავსი პრობლემები მოგვარებაში.
   ვფიქრობ, რომ კონკრეტული კვლევა ასევე დაეხმარება,ჩემს კოლეგებს მსგავსი პრობლემების მოგვარებაში. ვინაიდან კვლევა ტარდება პირველ კლასში და ხშირად მსმენია ჩემი კოლეგებისგან მსგავსი პრობლემების შესახებ, შესაბამისად კვლევის მიგნებების გაზიარება, ასევე გაზრდის მათ პროფესიონალიზმს და დაეხმარება პრობემების მოგვარებაში.

თავი II   კვლევის მიზნები და ამოცანები
2.1 კვლევის ჰიპოტეზა/კითხვები

Ø კვლევის მთავარი კითხვაა: როგორ გავაუმჯობესოთ მოსწავლეებში კითხვის უნარი?
Ø ჰიპოტეზა-კითხვის უნარი პირდაპირ უკავშირდება ტექსტის გაგება-გააზრების უნარს. მისი დაბალ დონეზე განვითარების შემთხვევაში მოსწავლეს უჭირს არა მარტო სიტყვების ამოკითხვა, არამედ მისი შინაარსის გაგებაც. ვერ ხდება  ლექსიკური მარაგის მდიდრდება, რაც თავის მხრივ აფერხებს ზეპირსიტყვიერებისა და წერითი უნარის განვითარებას.

2.2 კვლევის მიზნები:

v  დავადგინო თუ რა პრობლემებს აწყდებიან მოსწავლეები კითხვის დროს.
v  დავგეგმო პრობლემების მოგვარების შესაბამისი სტრატეგიები.
v  მოვიძიო ინფორმაცია და დავნერგო პრაქტიკაში, კითხვის სწავლების ეფექტური მეთოდები.
v  გამოვიყენო კითხვის უნარის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ინტერვენციები.
v  კითხვის უნარის გაუმჯობესების საფუძველზე ხელი შევუწყო, წიგნიერების, ზეპირმეტყველების და წერითითი უნარის განვითარებას.


2.3 კვლევის ამოცანა/ამოცანები.

Ø  მიზნის მისაღწევად გამოვიყენო შესაბამისი რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდები;
Ø  დავგეგმო მიზნის შესაბამისი ინტერვენციები;
Ø  განვახორციელო პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებული ინტერვენციები;
Ø  მოვახდინო ინტერვენციების ეფექტურობის შეფასება;
Ø  მოვახდინო კვლევის შედეგების ანალიზი;

რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდების კითხვები გამოიყენება, როგორც კვლევის დასაწყისში, ასევე ინტერვენციების განხორციელების შემდეგ.

სასტარტო მდგომარეობის (დიაგნოსტიკური) კვლევა
რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდების გამოყენება:
კითხვასთან დაკავშირებული პრობლემებზე დაკვირვების მიზნით გამოვიყენე თვისებრივი კვლევის მეთოდი: „უბრალო დაკვირვება“ .
     დაკვირვებისათვის განვსაზღვრე კითხვები, რომელიც დამეხმარა სიტუაციების შესწავლაში, მოვახდინე დაკვირვების ოქმის მომზადება:
დაკვირვების კითხვები:
Ø  მოსწავლეები ახდენენ თუ არა ფონემის გარდაქმნას?
Ø  შეუძლიათ თუ არა ფონემების გაერთიანება მარცვლებად?
Ø  შეუძლიათ თუ არა ფონემების გაერთიანების შესაბამისი სიმბოლოების ამოკითხვა?
Ø  შეუძლიათ თუ არა სიტყვის ამოკითხვა?
Ø  რა დროს ანდომებენ სიტყვის ამოკითხვას?
Ø  ესმით თუ არა ამოკითხული სიტყვის შინაარსი?


დაკვირვების ოქმი N1
დაკვირვების თარიღი:                                               სადგურ მარელისის საჯარო სკოლა
დაკვირვების საგანი: ფონემების ამოკითხვა, გაერთიანება და სიმბოლოებად გარდაქმნა;
დაკვირვების აღწერა:----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

დამკვირვებლის ხელმოწერა:

დაკვირვების ოქმი N2
დაკვირვების თარიღი:                                               სადგურ მარელისის საჯარო სკოლა
დაკვირვების საგანი: ლექსიკური ერთეულების წაკითხვა და წაკითხულის შენაარსის გაგება;
დაკვირვების აღწერა:----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

დამკვირვებლის ხელმოწერა:



ანკეტირება მშობლებისთვის
(რაოდენობრივი კვლევის მეთოდი)
1.      როგორ ფიქრობთ, უჭირს თუ არა თქვენ შვილს კითხვა?
ü  დიახ
ü  არა
2.         ხშირად გიწევთ თუ არა თქვენი შვილის დახმარება, ტექსტის შესწავლის დროს?
ü  დიახ
ü  არა
3.         დიდ დროს ანდომებთ თუ არა, ტექსტებზე მუშაობას?
ü  დიახ
ü  არა
4.         უჭირს თუ არა სიტყვების ამოკითხვა?
ü  დიახ
ü  არა
5.         ადვილად გებულობს თუ არა ამოკითხული სიტყვების შინაარსს?
ü  დიახ
ü  არა
6.         მოსაბეზრებელია თუ არა მისთვის კითხვის პროცესი?
ü  დიახ
ü  არა



თავი III   ლიტერატურის   მიმოხილვა-ანალიზი
კითხვის უნარის განვითარება წიგნიერების საფუძველია, რაც  სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ეს მიმართულება ემსახურება მშობლიურ და მსოფლიო ლიტერატურასთან ზიარებას.
ამასთანავე , ნაირგვარი წერილობითი ტექსტის წაკითხვის, მათში მოცემული ინფორმაციის გაგების, გააზრებისა და გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავებას.  სწავლის პროცესში  მოსწავლემ  უნდა  გამოიყენოს კითხვის ძირითადი სტრატეგიები, რათა შეეძლოს ტექსტის შერჩევა, მასში სასურველი ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება, კრიტიკული კითხვა, გრამატიკული, სტატიკური და კონტექსტური მონაცემების გამოყენება ტექსტის ღრმად წვდომის მიზნით; სპეციალური საძიებლებისა და ლექსიკონების გამოყენება, ტექსტების სწრაფი და დიფერენცირებული კითხვა, მიღებული“ -ესგ.
მოსწავლეთა მეტყველების დაბალი კულტურა მრავალგზის დადასტურებული ფაქტია და გადაულახავ სირთულედ არის ქცეული. არაერთი მცდელობის მიუხედავად, სწავლების სისტემაში ეს პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. მიზეზი მრავალია: ლექსიკის სიღარიბე, ფრაზების გაუმართაობა, გრამატიკული ნორმების არცოდნა, აზრის სრულყოფილად გადმოცემისთვის საჭირო საშუალებებისადმი ზერელე დამოკიდებულება ან მათი სრული იგნორირება და სხვა.
       თუ თვალს გადავავლებთ ეროვნული სასწავლო გეგმით მონიშნულ მიზნებს, აღმოვაჩენთ, რომ ენობრივი პრაქტიკის გამოყენება თითქმის ყველა სასწავლო მიზნის მიღწევაში ეხმარება მოსწავლეებს, ტექსტის კონცეპტების დაუფლება იქნება ეს, კითხვის ტექნიკის გაუმჯობესება, ამოცნობილი ლექსიკური ერთეულების მარაგის შევსება თუ სხვა. ენობრივი პრაქტიკის მეთოდი ეფექტურად გამოიყენება წინასაანბანო პერიოდიდანვე, როცა მოსწავლეები წერა-კითხვის ბუნებრივი, არაფორმალური ათვისების ბაზიდან ფორმალურად შესწავლის საფეხურზე გადადიან.
      კითხვა ერთიანი პროცესია, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა საერთო განვითარებას და რომლის დახასიათება შეიძლება სამი ასპექტის მიხედვით:
      1.კითხვა არ ნიშნავს ცალკეული ასოების, მარცვლების, სიტყვების ან თუნდაც ცალკეული წინადადებებისა და ფრაზების ამოკითხვას. კითხვა, როგორც სასწავლო ქმედება, აქტი, ხორციელდება მაშინ, როცა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ელემენტის წაკითხვის უნარ-ჩვევა ერთიანდება მთლიანი ტექსტის გასაგებად.
2.კითხვა ხანგრძლივი პრაქტიკის შედეგია. მხოლოდ მუდმივი ვარჯიშის შემდეგ უვითარდება მოსწავლეს გააზრებული და დამოუკიდებელი კითხვის უნარ-ჩვევა.
3.კითხვა კომპლექსური კომუნიკაციური პროცესია, საუბარია მკითხველსა და ავტორს შორის, სოციალური აქტია, რომელიც ფიქრსა და თანამონაწილეობას მოითხოვს. კითხვა ყოველთვის გულისხმობს ინტერპრეტაციას, რომელსაც წინ უძღვის გაგების პროცესი; წაკითხულის გაგების ხარისხი კი დამოკიდებულია მკითხველის მომზადების დონეზე, კითხვის მიზანსა და წასაკითხი ტექსტის შინაარსზე.
     პედაგოგი კითხვის სწავლების ისეთ სტრატეგიებს უნდა იყენებდეს, რომლებიც მოსწავლეს სამყაროს შესახებ არსებული ცოდნის გააქტიურებასა და გამოყენებაში დაეხმარება. იმავდროულად ის ასწავლის მოსწავლეებს, როგორ განსაზღვრონ კითხვის მიზანი (რისთვის წაიკითხონ); როგორ შეარჩიონ საკითხავი მასალა (შინაარსი – რა წაიკითხონ) და რა ხერხები და საშუალებები, კითხვის რომელი სტრატეგიები გამოიყენონ (როგორ წაიკითხონ). ყოველივე ეს მიიღწევა, თუ მასწავლებელმა იცის, როგორ მართოს კითხვის პროცესი. კითხვის პროცესს კი იგი მართავს არა მხოლოდ კლასში, არამედ კლასის გარეთაც, ოღონდ ისე, რომ არ ზღუდავს მოსწავლის დამოუკიდებლობას, არჩევანის თავისუფლებას. მასწავლებელი გზამკვლევია კითხვის უსასრულო და საინტერესო სამყაროში.
     როგორც ცნობილია, ეფექტური კითხვის მნიშვნელოვანი ასპექტი სიტყვათა მარაგის გაფართოება და სიტყვებს შორის კავშირების დამყარებაა. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, მოსწავლეები დაეუფლონ უცნობ სიტყვებთან მუშაობის ისეთ სტრატეგიებს, როგორიცაა კონტექსტური გასაღებების გამოყენება, სიტყვის ნაწილების გააზრება, სიტყვებს შორის კავშირების დამყარება და ა. შ. (კითხვის ეფექტური მეთოდები, I ნაწილი). “დაკარგული სიტყვები”, გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, სიტყვებთან მუშაობის სხვა ეფექტიანი სტერატეგიებითაც ამდიდრებს მოსწავლეებს. ამასთან, ის ეხმარება მათ ტექსტის შინაარსის გაგებასა და მნიშვნელობის კონსტრუირებაში.
კითხვის მნიშვნელობა მხოლოდ მოცემული ტექსტის    გააზრებით არ შემოიფარგლება. კითხვა, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, დიდ ზეგავლენასახდენს სხვადასხვა კოგნიტური უნარის განვითარებაზე. აღნიშნული ზეგავლენის ხარისხი დამოკიდებულიაკითხვის მოცულობაზე, ანუ იმაზე, თუ რამდენად ბევრს კითხულობს ბავშვი.  
      მასწავლებელმა კარგად იცის, რომ ბავშვები ერთმანეთისგან   განსხვავდებიან კითხვის უნარის ფლობის თვალსაზრისით. მკვლევარები ხაზს უსვამენ ბეჭდურ  მედიასთან ურთიერთობის მნიშვნელობას ადრეულ ასაკში. წიგნის და ზოგადად, კითხვის მიმართ  ადამიანის დამოკიდებულება ხშირად განპირობებულია იმით, თუ რამდენად ინტენსიურად და რა სიტუაციებში ჰქონდა ბავშვს, სკოლამდელ ასაკში, ნაბეჭდ მასალებთან შეხება (მაგალითად,რამდენად ხშირად უკითხავდნენ წიგნებს, ან რამდენად უკავშირდებოდა წიგნის კითხვა სხვასასიამოვნო პროცესებს). კითხვის უნარის დაუფლების პროცესში მნიშვნელოვანია მიბაძვის  ფაქტორი: ბავშვის გარშემო მკითხველების არსებობა ხშირად აისახება კითხვის მიმართ მის   დამოკიდებულებაზე მომდევნო წლებში.
    კითხვის უნარის განვითარების შეფერხების მიზეზი,რიგ შემთხვევებში, არასაკმარისი და არასათანადო სწავლებაა. აქედან გამომდინარე, განათლების
მიღების საწყის ეტაპზე მასწავლებლის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან მიმართებაში.
ბავშვებს კითხვას იმისთვის ვასწავლით, რომ მათ ცოდნის მიღება შეძლონ. საწყის ეტაპზე კითხვა ბავშვის მხრიდან დიდ ძალისხმევას მოითხოვს,ნელ-ნელა კი ის ავტომატურ პროცესად ყალიბდება. ადრეულ ასაკში კითხვის უნარის განვითარების
შეფერხება და სიტყვის აღქმისა და გაშიფვრის სირთულე ბავშვს კითხვის მიმართ უარყოფით  დამოკიდებულებას უჩენს, რის გამოც კითხვის ავტომატიზაციის პროცესი ფერხდება.

     განათლების სპეციალისტები თანხმდებიან, რომ  ბავშვის ლექსიკის ძირითადი ნაწილის განვითარება სწავლების პროცესში არ ხდება. ბევრი მკვლევარი დარწმუნებულია, რომ სწორედ კითხვა და არა ზეპირი მეტყველება ახდენს ზეგავლენას ლექსიკურ სიმდიდრეზე.
 ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში, რამდენიმე მკვლევარმა(ანდერსონი, უილსონი და ფილდინგი) მე-5 კლასის მოსწავლეთა მიერ, რამდენიმე თვის მანძილზე,კლასგარეშე მასალების ყოველდღიური კითხვის ხანგრძლივობა გააანალიზა. ანალიზის შედეგები  განსაცვიფრებელია: კითხვის მოყვარული ბავშვები, რომლებიც, კითხვის ხანგრძლივობის თვალსაზრისით,ზედა 10%-ს შეადგენენ, წელიწადში, საშუალოდ, 200-ჯერ მეტ სიტყვას კითხულობენ, ვიდრეისინი, რომლებიც კითხვას ყველაზე ნაკლებ დროს უთმობენ (ქვედა 10%). მეცნიერები ვარაუდობენ,რომ სწორედ ბავშვებს შორის კითხვაზე დახარჯულ დროში ასეთი დიდი განსხვავება და ბეჭდური  ტექსტის ლექსიკური სიმდიდრე იწვევს მათ შორის, ლექსიკის ფლობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანგანსხვავებას.  





თავი  IV მეთოდოლოგია;
კვლევის დროს გამოვიყენეთ შემდეგი მეთოდები:

Ø  რაოდენობრივი კვლევის მეთოდი-ანკეტირება და მონაცემთა ანალიზი.
Ø  თვისობრივი კვლევიის მეთოდი - „უბრალო“ დაკვირვება.
Ø  დაკვირვების შედეგების ანალიზი.

4.1 კვლევის ეთიკა;
ეთიკის კოდექსი -პროფესიული საქმიანობის პრინციპების კრებულია, რომელიც ამა თუ იმ პროფესიის ზნეობრივ ღირებულებებს გამოხატავს. როგორც წესი, ის ასახავს იდეალურ წარმოდგენებს ამა თუ იმ პროფესიის შესახებ. საერთო აზრის თანახმად, პროფესიული მორალის ნორმების შემუშავება ამა თუ იმ პროფესიული ჯგუფის წარმომადგენლების მიერ მათი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გაცნობიერებისა და აღიარების შედეგია. მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული ეთიკის ნორმების აღიარება ამ პროფესიის წარმომადგენლების მიერ ხდება ნებაყოფლობით, ვინაიდან ისინი აფასებენ ამ პროფესიულ გაერთიანებაში წევრობას; პროფესიული ეთიკის მოთხოვნები მათ ინტერნალიზებული აქვთ პროფესიული მომზადების შედეგად.
კვლევის ეთიკა არის მორალური წესების და პროფესიული კოდების ერთობლიობა რომლითაც სოციოლოგიურ კვლევაში ხელმძღვანელობენ და ინფორმაციის შეგროვების, ანალიზის, წარდგენის და პუბლიკაციის პროცესში, რომელიც ყურადღებას ამახვილებს კონფიდენციალობის დაცვაზე. ამას თან ახლევს კვლევის ობიექტის უფლება უარი თქვას მონაცემების მიწოდებასა თუ პირადი აზრის გამოთქმაზე.
     სოციალური კვლევის დიდი ნაწილი საჭიროებს თანამშრომლობასა და თანხმობის მიღებას მონაწილეებისგან, რომლებიც დახმარებას უწევენ მკვლევრებს და მნიშვნელოვან პირებს იმ ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებში, სადაც ტარდება კვლევა.
ინფორმირებული თანხმობის პრინციპი მონაწილის თავისუფლებისა და თვითგანსაზღვრის უფლებიდან მომდინარეობს. დემოკრატიულ გარემოში თავისუფლება ცხოვრების პირობაა და როდესაც ის იკრძალება და იზღუდება, აუცილებელია მისი გამართლება და უფლების მოპოვება ისევე, როგორც კვლევაში. ამგვარად, თანხმობა იცავს და პატივს სცემს თვითგანსაზღვრის უფლებას და მონაწილეს გარკვეულ პასუხისმგებლობას აკისრებს, თუ კვლევაში რაღაც ისე არ მოხდება, როგორც დაგეგმილი იყო. თვითგანსაზღვრის უფლების ნაწილია უარი მონაწილეობაზე ან კვლევიდან გამოთიშვა მისი დაწყების შემდეგ (იხ. Frankfort-Nachmias and Nachmias 1992). ამრიგად, ინფორმირებული თანხმობა ინფორმირებულ უარსაც მოიცავს.
      ინფორმირებული თანხმობა დაინერმა და კრენდელმა განსაზღვრეს (Diener and Crandall 1978), როგორც "პროცედურა, რომლის დროსაც ინდივიდი მას შემდეგ აკეთებს არჩევანს, მიიღოს თუ არა მონაწილეობა კვლევაში, რაც გაეცნობა ფაქტებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ მის გადაწყვეტილებებზე". ეს განსაზღვრება ოთხ ელემენტს მოიცავს: კომპეტენტურობას, ვოლუნტარიზმს, სრულ ინფორმაციას და გაგება-გააზრებას.
არსებობს ინფორმირებული თანხმობის (ან უარის) პრობლემის სხვა ასპექტები, რომლებიც პატარა ან ძალიან პატარა ბავშვებს უკავშირდება. მათთან დაკავშირებული ინფორმირებული თანხმობის მიღება ორი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე მკვლევრები პოტენციურ მონაწილეებზე პასუხისმგებელ უფროსებს ხვდებიან და მათგან ცდილობენ უფლების მიღებას, მეორე ეტაპზე კი თავად პატარებს ესაუბრებიან. ასეთი უფროსი შეიძლება იყოს მშობელი, მასწავლებელი, რეპეტიტორი, ფსიქიატრი, ახალგაზრდების ლიდერი ან გუნდის მწვრთნელი, გააჩნია კვლევის კონტექსტს. მათ უხსნიან კვლევის იდეას, პასუხს სცემენ ყველა კითხვაზე და შემდეგ ეტაპზე გადასვლის ნებართვას იღებენ. ნებისმიერი მიზეზით წარმოქმნილი წინააღმდეგობა სათანადოდ იქნება გათვალისწინებული. უფროსებისაგან/ზრდასრულებისაგან ნებართვის მიღება შეიძლება გაცილებით რთული იყოს, ვიდრე თავად ბავშვებისგან, მაგრამ პატარების სენსიტიურობის გათვალისწინებით, მკვლევრებისთვის აუცილებელია ნებართვა მიიღონ ბავშვის თანმხლები უფროსი პირისგან.
      მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებისგან ნებართვის აღება და თანამშრომლობის მიღწევა რაოდენობრივი კვლევის განუყოფელი ნაწილია (ბავშვი ვერ შეავსებს მარტივ კითხვარსაც კი, თუ ამის შესახებ გაფრთხილებული არ არის), თვისებრივ კვლევაში ინფორმირებული თანხმობის მნიშვნელობას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. მაგალითად, თუ ვისაუბრებთ მონაწილის დაკვირვებაზე, ფაინი და სენდსტრომი (1988) ამბობენ, რომ მკვლევარმა დამაჯერებლად და გასაგებად უნდა ახსნას თავისი მიზნები, განსაკუთრებით, ისეთ სიტუაციებში, სადაც ის არ არის ავტორიტეტი და ბავშვებს უნდა მიეცეთ რეალური და კანონიერი შესაძლებლობა, თქვან, სურთ თუ არა მონაწილეობის მიღება. ავტორები გვირჩევენ, რომ როდესაც მონაწილეები უარს ამბობენ, მათ აღარაფერი უნდა ვკითხოთ, აღარ უნდა ჩავიწეროთ მათი მოქმედებები და არ უნდა მოვიხსენიოთ (ფსევდონიმითაც კი) არცერთ წიგნსა თუ სტატიაში. ჯგუფის გარკვეული ნაწილი, რომელიც ჯერჯერობით უარს ამბობს მონაწილეობაზე, შეიძლება მოგვიანებით ჩართოს კვლევაში. ფაინი და სენდსტრომი (1988) თვლიან, რომ უარი ზოგჯერ მკვლევრისადმი უნდობლობით არის გამოწვეული. ისინი ფიქრობენ, რომ, როდესაც, მოგვიანებით, მკვლევარი უკეთეს ურთიერთობას დაამყარებს ჯგუფთან, ისინი, ვინც დასაწყისში უარი თქვა, შეიძლება ისევ დაბრუნდნენ და, სავარაუდოდ, პირადად მიმართონ მკვლევარს თხოვნით, ჩართოს კოლექტივში.
სკოლაში განსახორციელებელი კვლევითი პროექტის ფარგლებში შეთავაზებული პირობები და გარანტიები:
1. ყველა მონაწილეს უნდა მიეცეს ანონიმურობის გარანტია;
2. ყველა მონაცემი მკაცრად კონფიდენციალური უნდა იყოს;
3. რესპონდენტებს უნდა ჰქონდეთ ანგარიშის მომზადების ეტაპზე მონახაზის შემოწმების შესაძლებლობა;
4. მონაწილეებს უნდა მისცენ საბოლოო ანგარიშის ასლი;
5. მონაწილეებისგან უნდა აიღონ პუბლიკაციის უფლება;
6. თუ შესაძლებელია, სკოლამ და მონაწილეებმა უნდა ისარგებლონ კვლევის ანგარიშით.
      წყარო: ადაპტირებულია Bell 1991

4.2 კვლევის სამიზნე ჯგუფი;

    კვლევის სამიზნე ჯგუფი: სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სადგურ მარელისის საჯარო სკოლის I კლასის  4 მოსწავლე. კლასში სსსმ მოსწავლე არ არის. კვლევაში მონაწილეობა მიიღო I კლასის  4 მოსწავლემ და მათმა მშობლებმა.


4.3 მონაცემთა შეგროვების მეთოდები;
თვისებრიობა – ეს არის დამახასიათებელი ნიშან-თვისება, რომელიც გვიჩვენებს, რას წარმოადგენს ესა თუ ის საგანი. რაოდენობა – ეს არის დამახასიათებელი ნიშანი, რომელიც რაოდენობით იზომება. აქედან გამომდინარე, კვლევის თვისობრივი მეთოდები მიზნად ისახავს საკვლევი საგნის სიღრმისეულ შესწავლას,ხოლო რაოდენობრივი მეთოდები ადგენს შესასწავლი საგნის რაოდენობრივი გავრცელების სურათს.
    მკვლევარმა-მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ კვლევის პროცესში რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდების ერთობლივი გამოყენება კვლევის სანდოობას და მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.
დაკვირვება ყველაზე უფრო ხელმისაწვდომი და გავრცელებული მეთოდია პედაგოგიური პრაქტიკის შესასწავლად. ამ ცნების ქვეშ იგულისხმება საკვლევი ობიექტის, პროცესის ან მოვლენის ორგანიზებული აღქმა ბუნებრივ პირობებში.„უბრალო“ დაკვირვების დროს მკვლევარი საერთოდ არ იღებს მონაწილეობას სიტუაციაში.  მაგ:   მასწავლებელი  წინასწარ  შემუშავებული  დაკვირვების  ოქმის  გამოყენებით გარედან  აკვირდება,  როგორ  მუშაობენ მოსწავლეები.
გამოყოფენ დაკვირვების სამ ეტაპს:   აღწერითს ,  ფოკუსირებულსა  და  შერჩევითს. ხშირად დაკვირვების ეს სამივე ეტაპი ერთი კვლევის ფარგლებში განხორციელებული თანმიმდევრული ფაზებია.
აღწერით დაკვირვებას   მიმართავს მკვლევარი კვლევის საწყის ეტაპზე. მაგ: მასწავლებელი   აკვირდება,  როგორ კითხულობენ მოსწავლეები, აკვირდება ყველაფერს, მას სურს გაერკვეს ზოგად სიტუაციაში. ასეთი ტიპის დაკვირვებისთვის დამახასიათებელია დიფუზიურობა, ყურადღება გაფანტულია, დეტალები იკარგება, მკვლევარის შეფასება ამ დროს არაკონტროლირებადია და მან შეიძლება ისიც ვერ დაინახოს, რაც აუცილებელია.   დაკვირვების ეს ეტაპი ზედაპირულობით ხასიათდება და მისი ძირითადი მიზანია დაგვეხმაროს იმის დადგენაში, თუ რაზე უნდა გავაკეთოთ ფოკუსირება.
ფოკუსირებული დაკვირვება დაკვირვების მეორე ეტაპია, როდესაც მკვლევარი
მკაფიოდ გამოკვეთს კვლევის კონკრეტულ ელემენტებს. მაშასადამე, უნარებზე დაკვირვებაა მისი კვლევის ინტერესი.
შერჩევითი დაკვირვების როს მკვლევარის ინტერესები გარკვეულწილად ვიწროვდება  და  მოითხოვს  დამკვირვებლის  ყურადღების  სფეროს  კიდევ  უფრო დაზუსტებასა  და  შეზღუდვას,  ფოკუსირებული  დაკვირვების  ეტაპზე  გამოყოფილი შესწავლის ერთეულების ამა თუ იმ დამახასიათებელი ნიშნის შესწავლას. რაც უფრო შემოსაზღვრულია დაკვირვება, მით უფრო ზუსტია იგი, მაგრამ მას თავისი სუსტი მხარეც აქვს – შემოსაზღვრული დაკვირვების დროს უფრო დიდია იმის რისკი, რომ შედეგები მხოლოდ პატარა, უმნიშვნელო საკითხს უკავშირდებოდეს. დაკვირვების ამ მეთოდის ერთ-ერთი ნაკლი ისაა, რომ ის არ იძლევა პედაგოგიური მოვლენების  სიღრმისეულად  ახსნის  საშუალებას.  მისი  გამოყენებისას  შეუძლებელია კვლევისათვის საჭირო სრული ინფორმაციის მოპოვება, მაგრამ ეს უნდა განვიხილოთ, როგორც მეთოდის თავისებურება და არა როგორც მისი ნაკლი. ჩვეულებრივ, ეს მეთოდი გამოიყენება კვლევის საწყის ეტაპებზე სხვა მეთოდებთან ერთად.        
      გვახსოვდეს, რომ ეფექტიანობის ასამაღლებლად დაკვირვება უნდა იყოს ხანგრძლივი, ობიექტური, სისტემატური, მრავალმხრივი და მასობრივი.
რაოდენობრივი კვლლევის მეთოდი ანკეტირება-ანკეტირება არის ინტერვიუს სტრუქტურირებული (ფორმალიზებული) სახე. ანკეტირების დროს ინტერვიუერს არ უწევს რესპოდენტთან უშუალო ურთიერთობა, მითუმეტეს როცა შეიძლება, რომ ანკეტირება იყოს ანონიმური, რაც რესპოდენტის ღიაობას უწყობს ხელს. მართალია ანკეტირება შესაძლოა არ იძლეოდეს საკითხის შესახებ სრულ ინფორმაციას, მაგრამ ვფიქრობ, რომ საკვლევი თემიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი იყო მიმეღო ინფორმაცია უფრო ღიად ვიდრე სხვა მეთოდოლოგიის გამოყენებით.
მართალია, ანკეტირება  ზოგავს  ბევრ  დროს  და  შრომას  მონაცემთა  შეგროვებისას,  მაგრამ  მას  თავისი სირთულეები ახლავს. ანკეტირების ვარგისიანობა, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია კითხვების ხარისხზე. თვით მაშინაც კი, როცა კითხვა კორექტულად არის ფორმულირებული,  ანკეტირების  შედეგი  მოსალოდნელზე  ნაკლებია,  რადგან  იგი საკითხის სიღრმისეული დამუშავების საშუალებას ნაკლებად იძლევა. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ერთ-ერთ საერთაშორისო სკოლის მიერ ჩატარებული კვლევა, რომლისთვისაც მონაცემთა შეგროვების მეთოდად ანკეტირება იყო გამოყენებული. პროექტში მონაწილე ერთ-ერთმა მასწავლებელმა შევსებული ანკეტებიდან ამოარჩია კითხვები, რომლებიც ეთიკურ კატეგორიას ეკუთვნოდა და შეადარა ერთმანეთს საჯარო და კერძო სკოლების მონაცემები (ამ უკანასკნელის საქმიანობის ძირითადი მიზანი იყო მოსწავლეებში ეთიკური ღირებულებების ჩამოყალიბება). შედეგების ანალიზმა გააოცა მასწავლებელი – აღმოჩნდა, რომ ეთიკურ ღირებულებებზე ორიენტირებული სკოლის მოსწავლეები სწორედ უფრო არაეთიკურები, უხეშები და უდისციპლინოები აღმოჩდნენ. სურათის სრულყოფისათვის მასწავლებელმა  გადაწყვიტა,  ამავე  მოსწავლეებთან  ჩაეტარებინა  თვისებრივი ვლევა – ინტერვიუ, რომლის მიზანი იყო იმის დადგენა, თუ რა მიაჩნდა უხეშობად, უზრდელობად,  უდისციპლინობად  ერთი  სკოლის  მოსწავლეებს  და  რა    მეორესას. თვისებრივმა კვლევამ აჩვენა, რომ მათ აბსოლუტურად განსხვავებული წარმოდგენა ჰქონდათ მორალურ და ეთიკურ ღირებულებებზე. მაგ: ინტერვიუს დროს მასწავლებელმა სთხოვა მოსწავლეებს დაეკონკრეტებინათ, რას გულისხმობდნენ „სკოლაში, ტრანსპორტში ან სხვა საჯარო ადგილებში რაიმეს განზრახ გაფუჭებაში“. საჯარო სკოლის მოსწავლის პასუხი ასეთი იყო: „მე და ჩემს რამდენიმე თანაკლასელს ცუდი ნიშნები და ბევრი გაცდენა გვქონდა, ამიტომ მშობელთა კრების წინ საკლასო ჟურნალი მოვიპარეთ და დავწვით“, ხოლო კერძო სკოლის მოსწავლისა – ასეთი: „ქიმიის კაბინეტში ლომონოსოვის სურათს ულვაშები მივახატე“.მასწავლებლისმიერ ჩატარებული ეს მცირე კვლევა გვიჩვენებს, რომ შედეგების სანდოობის  გასაზრდელად  საჭიროა  რაოდენობრივი  და  თვისებრივი  მეთოდების ერთობლივად გამოყენება.
კვლევა - ეს არის ნაშრომის მომზადება. ის ასევე გულისხმობს, კვლევის დაგეგმვა-განხორციელების ეტაპს. კვლევის ფარგლებში გამოვიყენე რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდები. რაოდენობრივი -კვლევის ეს მეთოდი უაღესად პოპულარული და ფართოდ გავრცელებულია მთელ რიგ სამეცნიერო დისციპლინებში, რადგან მონაცემების მოპოვების საიმედო და აღიარებულ ტექნიკადაა მიჩნეული. ის იძლევა ობიექტური რელობის წვდომის შესაძლებლობას, ვიდრე თვისებრივი, რომელიც შესაძლოა  იყოს დამოკიდებული მკვლევარის სუბიექტურ ინტერპრეტაციაზე.
რაოდენობრივი კვლევის მეთოდები ობიექტური რეალობის წვდომის უკეთეს შესაძლებლობას იძლევა, ვიდრე თვისებრივი კვლევის მეთოდები, რომლებიც დიდადაა დამოკიდებული მკვლევრის სუბიექტურ ინტერპრეტაციაზე.
სტრუქტურული თვალსაზრისითაც, რაოდენობრივი კვლევა მეტად ორგანიზებულად მიიჩნევა, ვიდრე თვისებრივი კვლევა. თუ თვისებრივი კვლევის დიზაინი ყალიბდება და იხვეწება თავად კვლევის პროცესში, რაოდენობრივი კვლევის ნებისმიერი ასპექტი დეტალურად მოფიქრებული და წინასწარ დაგეგმილია.
მკვლევარმა არასოდეს იცის წინასწარ, თუ რა სიურპრიზებს უმზადებს თვისებრივი კვლევა, რადგან შეუძლებელია გამოიცნო, თუ რაოდენ ღრმა და ინფორმატიული აღმოჩნდება სიღრმისეული ინტერვიუ ან რა მოულოდნელი აღმოჩენით დასრულდება დაკვირვება. რაოდენობრივი კვლევისას კი მკვლევარმა წინასწარ იცის, თუ რას უნდა მოელოდეს კვლევისგან იმისდა მიუხედავად, დადასტურდება თუ უარიყოფა ჰიპოთეზები, რადგან რესპონდენტი ყოველთვის შეზღუდულია მკვლევრის მიერ წინასწარ მოფიქრებული სავარაუდო პასუხებით. ეს განაპირობებს იმას, რომ თვისებრივი ინტერვიუ შეიძლება საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდეს და მისმა კოდირებამ და მონაცემების დამუშავებამ დიდი ძალისხმევა მოითხოვოს, ხოლო რაოდენობრივი ინტერვიუს სავარაუდო ხანგრძლივობა განსაზღვრულია და მისი მონაცემების დამუშავებაც გაცილებით მარტივია, ვინაიდან შეკითხვებზე პასუხები წინასწარ კოდირებულია. ამასთან, თვისებრივი მონაცემები უმეტესად ტექსტის სახით გვეძლევა და როგორც ჯერ კიდევ პლატონი აღნიშნავდა, სიტყვები მანიპულაციის იარაღია, რადგან ისინი პირდაპირ კი არ ასახავენ რეალობას, არამედ მის იდეალიზებულ მენტალურ მიმსგავსებას წარმოადგენენ. რაოდენობრივი მონაცემები კი, რადგან რიცხვების სახით გვეძლევა, სტატისტიკურად სანდოდ მიიჩნევა.
ამგვარად,კვლევა გულისხმობს მუდმივ ურთიერთობას დაკვირვებასა და ახსნას შორის.

4.4მონაცემთა ანალიზი
პირველადი შედეგების ანალიზი განვახორციელე დიაგრამების და ცხრილების საშულებით, რამაც ნათლად დამანახა შედეგები და მომცა  კვლევის მომდევნო ეტაპის განხორციელების საშუალება. პირველადი კვლევის შედეგები განხილულია, ინტერვენიების შდეგებთან, შედარებითი ანალიზის გამოყენების გზით.

პირველადი შედეგები:
    მოსწავლეების ნაწილს უჭირს ფონემების გარდაქმნა სიმბოლოებად. ხარვეზებით ახდენენ ფონემების მარცვლებად გაერთიანებას. უჭირთ მარცვლის სწრაფი ამოკითხვა. ვერ კითხულებენ სწრაფად და გაბმით. ბუნდოვნად ესმით სიტყვების შინაარსი.
    ანკეტირების შედეგებმა აჩვენა, რომ მოსწავლეებს უჭირთ კითხვა. მათ თითქმის სისტემატურად სჭირდებათ მშობლების დახმარება, დიდ დროს ანდომებენ კითხვის პროცესსა და უჭირთ, როგორც მარცვლებად ამოკითხვა ასევე სიტყვების შინაარსის გაგება. კითხვა მათთვის მოსაბეზრებელი პროცესია.



4.5 პირველადი შედეგების მონაცემთა ანალიზის ცხრილები და დიაგრამები:

N
კითხვები
დიახ
არა
1
უჭირს თუ არა კითხვა?
2
2
2
გიწევთ თუ არა დახმარება?
2
2
3
დიდ დროს ანდომებს ტექსტის წაკითხვას?
3
1
4
უჭირს თუ არა სიტყვების ამოკითხვა?
2
2
5
ადვილად გებულობს სიტყვის შინაარსს?
1
3
6
მოსაბეზრებელია მისთვის კითხვა?
3
1






პირველადი შედეგების დიაგრამები:


4.6 კვლევის ვადები ;

აქტივობა
I
II
III
IV
V
VI
საკვლევი პრობლემის შერჩევა
X
კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
X

X


კვლევის მეთოდების შერჩევა
X

X

კითხვარის შერჩევა, დამუშავება

X

მოსწავლეებზე „უბრალო“ დაკვირვება(თვისობრივი მეთოდი)


X
მშობელთა ანკეტირება (რაოდენობრივი მეთოდი)


X





მონაცემთადამუშავება
(შეგროვება, ანალიზი)


X
X


X
ინტერვენციების განხორციელება

X
X
X
ინტერვენციების შემდეგმოსწავლეეებზე „უბრალო“ დაკვირვება (თვისობრივი მეთოდი)

X
ინტერვენციების შემდეგ მშობელთა ანკეტირება (რაოდენობრივი მეთოდი)




X

ინტერვენციების შედეგების ანალიზი

X
შედეგების გაცნობა კოლეგებისათვის

X


თავი V    ინტერვენციები
შედეგების ანალიზის საფუძველზე შევიმუშავე ინტერვენციები, რომელთა გამოყენებით ვატარებდი გაკვეთილებს და ვაკვირდებოდი მოსწავლეებს. ავღრიცხავდი მათ ჩართულობას და აქტიურობას. დაკვირვების დროს გამოვიყენე წინასწარ შერჩეული კითხვები და დაკვირვების ოქმები.


       
5.1 ინტერვენციების დაგეგმვა-განხორციელება;

პირველადი შედეგების ანალიზის საფუძველზე შევიმუშავე შემდეგი ინტერვენციები:
ინტერვენცია I-„მარცვლების ამოცნობა
მოსწავლეებს გავუმზადე სიტყვების ცხრილის ნიმუში, შემდეგ კი დავავალე ერთმანეთის იდენტური მარცვლების პოვნა და ერთმანეთთან დაკავშირება. მათ უნდა ამოეცნოთ ერთანირი ასოთა შეთანხმება, მარცვლები და უნდა აეხსნათ თუ რატომ გააკეთეს ამგვარი არჩევანი.
N
სიტყვა
მარცვალები
ერთნაირი მარცვლები
ერთნაირი მარცვლები
1
ათი
ა-თი
-
თი
2
თათი
თა-თი
თა
თი
3
თასი
თა-სი
თა
-
4
თითა
თი-თა
თა
თი
 მაგ: ა-თი, თა-თი, თი-თა, თი-თი, თა-სი და სხვა. ცხრილში მოცემული მარცვლები იყო გაბნეული, რომელიც უნდა დაეჯგუფებინათ და აეწყოთ სიტყვები.
          ამავე სავარჯიშოს ფარგლებში, მოსწავლეებს იდენტური მარცვლები უნდა გაეფერადებინათ ერთ ფერში და შემდეგ შეედგინათ სიტყვები.
         ინტერვენციის პერიოდში მოსწავლეებს ვთხოვდი, გამოეძერწათ, დაეჭრათ ან რბილი მავთულის გამოყენებით დაემზადებინათ ასოები, შემდეგ დაესახელებინათ რა მსგავსება და განსხვავებაა მათ შორის. მაგ: „ძ-ხ“; „შ-წ“; „ძ-შ“ და სხვა.


ინტერვენცია II-მთიანობითი კითხვა
მოსწავლეებს ვაძლევდი ბარათებს გამოსახულებებით, თითოეულ ბარათს ქვეშ მიწერილი ჰქონდა შესაბამისი სიტყვ. სიტყვები შეცდომით იყო დაწერილი (ბგერები გამოტოვებული, გადანაცვლებული, გამეორებული ან ჩანაცვლებული). მოსწავლეს ევალებოდა ინსტრუქციის შესაბამისად, პოვშეცდომები დაწერილ სიტყვებში და გასწორობინა;
  ამავე აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებს ვაძლევდი ბარათებს გამოსახულებით, რომლის შესაბამისი სიტყვაც დაწერილი იყო შეცდომით, რამდენიმე ასოს ან ბგერის გამოტოვებით.მოსწავლეყურადღებით უნდა წაკითხმოცემული ასოები და ბარათის გამოსახულების გათვალისწინებით ჩამატებინა  შესაბამის ადგილას გამოტოვებული ასოები;
   მოსწავლეთათვის შეთავაზებული ინტერვენციების ფარგლებში აქტიურად ვიყენებდი ასევე, გადაბმით მიცემული სიტყვების ამოკითხვის და სიტყვების გაცალკევების სავარჯიშოს. ასევე ვმუშაობდით დაკარგული სიტყვების აწყობაზე, რომელიც უნდა ეპოვათ უაზროდ მოცემული მარცვლების რიგიდან.
ინტერვენცია ხორციელდებოდა ძირითადად ფერადი ბარათების გამოყენებით.
ინტერვენცია III-ითხვა შესაბამისი ინტონაციით“
ინტერვენციის ფარგლებში გამოვიყენე მცირე ზომის საბავშო კომიქსები, რომელსაც თან ახლდა ილუსტრაციები და ძალზე სახალისო ისტორიებს მოუთხრობდა მოსწავლეებს. თითოეული ისტორია ირჩეოდა ილუსტრაციიდან გამომდინარე და წაკითხვის შემდეგ, მოსწავლეები თვითონ ავსდებდნენ მას. კითხვის დროს მოსწავლეებს უნდა გამოეყენებინათ ისტორიის შესაბამისი ინტონაცია, განესახიერებინათ კომიქსების გმირების ემოცია და სურვილის შემთხვევაში შეევსოთ ამბავი თავისი ფანტაზიითა და  გაგრძელებინათ ტექსტი.
     ასევე გამოვიყენე ასაკის შესაბამისი ზღაპრების წიგნები და პატარა მოთხრობების კრებული. ძალზე სახალისო აღმოჩნდა ხმოვანი წიგნების გამოყენება. მოსწავლეები სიამოვნებით კითხულობდნენ და აღწერდნენ 3D წიგნებში მოცემული ისტორიებსა და ილუსტრაციებს.


5.2 ინტერვენციების შეფასების მეთოდები;
Ø  ინტერვენციების შემდეგ მოსწავლეთა საჩვენებელ კითხვაზე „უბრალო“ დაკვირვება (თვისებრივი მეთოდი)
Ø  ინტერვენციების შემდეგ მშობელთა ანკეტირება (რაოდენობრივი მეთოდი)
Ø  ინტერვენციების შედეგების ანალიზი.
Ø  ინტერვენციების შედეგების შედარებითი ანალიზი.
    ინტერვენციების შემდეგ შედეგების კვლევა მოხდა იგივე კითხვარების გამოყენებით რათა შესაძლებელი მქონოდა შედეგების შედარების ინტერვენციებემადე და მას შემდეგ. ერთიდაიმავე კითხვარების გამოყენების შემდეგ შესაძლებელი გახდა შედარებითი ანალიზის გაკეთება ასევე დაკვირვებზე, თუ რამდენად ეფექტური აღმოჩნდა ინტერვენციები შედეგების გასაუმჯობესებლად.

თავი VI    კვლევის შედეგების ანალიზი
6.1 პირველადი მონაცემებისა დაინტერვენციების შედეგები;
     გამოყენებული ინტერვენციების შედეგად მოსწავლეებმა გააუმჯობესეს კითხვის უნარი, ისინი უფრო ნაკლებ დროს უთმობდნენ სიტყვის ამოკითხვას, ადვილად ცნობდნენ ნაცნობ მარცვლებს, პოულობდნენ შეცდომებს, აკეთებდნენ განმარტებებს და ლექსიკაში აქტიურად იყენებდნენ, მანამდე მათთვის უცხო სიტყვებს.
   დაკვირვების პირველადი და ინტერვენციები შედეგების საფუძველზე გავაკეთე შედარებითი ანალიზის გრაფიკები, რათა მეტად თვალსაჩინო ყოფილიყო სხვაობა.


6.2 კვლევის შედეგების შედარებითი ანალიზი:
N
კითხვები
დიახ
არა
1
უჭირს თუ არა კითხვა?
2/0
2/4
2
გიწევთ თუ არა დახმარება?
2/0
2/4
3
დიდ დროს ანდომებს ტექსტის წაკითხვას?
3/1
1/3
4
უჭირს თუ არა სიტყვების ამოკითხვა?
2/0
2/4
5
ადვილად გებულობს სიტყვის შინაარსს?
1/3
3/1
6
მოსაბეზრებელია მისთვის კითხვა?
3/0
1/4


შედეგების შედარებითი დიაგრამა:






თავი VII   მიგნებები, რეკომენდაციები, ნაკლოვანებები
მიგნებები:
1.      გამოყენებული ინტერვენციები იყო როგორც შემეცნებითი ასევე სახალისო.
2.      ასოების ძერწვის პროცესში ვითარდება არა მარტო, სიმბოლოების ამოცნობისა და დამახსოვრების უნარი, არამედ წვრილი მოტოროლი უნარებიც, რომელიც ხელს უწყობს წერითი უნარის განვითარებას.
3.      კომიქსებისა და სახალისო ლიტერატურის გამოყენებით ლატენტურად (ძალდაუტანებლად) ხდება ლექსიკური მარაგის შევსება, პროცესი მიმდინარეობს სახალისოდ და არ საჭიროებს სიტყვების გაზეპირებით დამახსოვრებას.
4.      გამოყენებული ინტერვენციები ხელს უწყობს ასევე წიგნიერებისა და წერითი უნარის განვითარებას.

რეკომენდაციები:
აღნიშნული კვლევის საფუძველზე, მასწავლებლებს შემიძლია მივცე რეკომენდაციები, რომ კითხვის სწავლების ეფექტური მეთოდები შესაძლოა გამოყენებული იყოს არა მხოლოდ პირველკლასელთათვის, არამედ დაწყებით საფეხურზე ნებისმიერ კლასში, იმ მოსწავლეთათვის, რომელსაც უჭირს კითხვა, აქვს მწირი ლექსიკური მარაგი და უჭირთ ტექსტის გაგება.
    აღსანიშნავია, რომ ტექსტის გაგების უნარის გაუმჯობესება, ასევე დამეხმარა სხვა საგნების შესწავლასა და იქ არსებული ტექსტების უკეთ გაგებაში. ასევე, გაუმჯობესდა მიღწევები მათემატიკაში, რაც აშკარად კავშირშია ტესქსტის გაგებასთან.

ნაკლოვანებები:
კვლევის ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს, ის რომ აღნიშნული კვლევა განხორციელდა ერთ კლასში სადაც საკმაოდ მცირე კონტიგენტია. კვლევის სამიზნე ჯგუფი იყო 4 მოსწავლე, შესაბამისად, დაკვირვება და მონაცემთა ანალიზი განხორციელდა, მხოლოდ სამიზნე ჯგუფის მოსწავლეთა მონაწილეობით.
   საინტერესო იქნებოდა რა ტიპის ცვლილებებს ექნებოდა ადგილი თუ კვლევა მოიცავდა უფრო დიდ სამიზნე ჯგუფს და რამდენად მოხდებოდა პრობლემების დიაპაზონის ზრდა, ან რამდენად ეფექტური აღმოჩნდებოდა უფრო დიდი ჯგუფის შემთხვევაში, განხორციელებული ინტერვენციები.



















ბიბლიოგრაფია:
1.      გიორგაძე მიხ. „როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე?“ / ციფრულირესურსიhttp://www.slideshare.net/mylenss/ss-15892201
2.      გაკვეთილის პროცესის წარმართვაში მოსწავლეთა მონაწილეობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები (29 აგვისტო, 2014)  მანანა ბოჭორიშვილი
3.      ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024წ.
4.    ზურაბიშვილით. „თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაშისოციალურ მეცნიერებათა ცენტრი 2006
5.    მ. ინასარიძემ, ლობჟანიძეს, რატიანი მ, სამსონია ი. „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევინაწილი II მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
6.      რობერტ . მარზანო, დებრაჯ. ფიქერინგი, ჯეინი, ფოლოქი. „ეფექტური სწავლება სკოლაში”. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული თარგმანი ( გამოცემის წელი: 2009);
7.      სასწავლო პროცესის დაგეგმვა და სწავლების ეფექტური სტრატეგიები (2010წელი) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი;
8.    .ლობჯანიძეს. „როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევებიინტერნეტჟურნალიმასწავლებელი“ 2012 წლის 3 მაისი.   
წულაძე ლ. „რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში.

                                   კვლევის ანგარიშის რეფლექსია
     2018-2019 წლის მეორე სემესტრში განვახორციელე საკუთარი პრაქტიკის კვლევა თემაზე :,, როგორ  გავაუმჯობესოთ პირველკლასელთა კითხვის უნარები,, .პირველი სემესტრის დასრულების და შედეგების  შეჯამების შემდეგ საჭიროდ მივიჩნიე ჩამეტარებინა აღნიშნული კვლევა; კვლევაზე მუშაობის დროს გავეცანი ლიტერატურას და ვთანამშრომლობდი კოლეგებთან, რომელთაც უკვე ჰქონდა კვლევის ჩატრების გამოცდილება. ვფიქრობ, რომ სწორედ ამ ადამიანების ჩართულობის შედეგია ეს კვლევა, რისთვისაც მსურს, რომ თითოეულ მათგანს გადაუხადო მადლობა. კვლევის პროცესში და დასრულების შემდეგ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო კოლეგების შეხედულებები და პროფესიული რეკომენდაციები. ჩემი კვლევის ანგარიში გავაცანი კათედრის წევრებს  და მისი დასრულების შემდეგ ვუპასუხე კოლეგების მიერ დასმულ კითხვებს.კითხვები შეეხებოდა ჩემს მიერ განხორციელებული კვლევის ეტაპებს და იმ სირთულეებს, რომელსაც შეიძლება წააწყდნენ კოლეგები. საინტერესო იყო ის ცვლილებები, რომელიც ინტერვენციების შედეგად გამოჩნდა მოსწავლეთა და მშობელთა დამოკიდებულებებში. აღნიშნეს, რომ ჩემს მიერ ჩატარებული კვლევა, ასევე შესაძლებელია გამოადგეს კოლეგებს და განხორციელებული ინტერვენციები გამოიყენონ, მსგავსი პრობლემების მოგვარების დროს. აღნიშნეს, რომ კვლევა პრაქტიკულად  ღირებულებულია პროფესიული ზრდის თვალსაზრისით. კოლეგებმა კვლევის ზოგიერთ კომპონენტს მისცეს მაღალი შეფასება. მაგალითად , მათთვის საინტერესო აღმოჩნდა ინტერვენციები და კვლევის მეთოდოლოგია. მე შევეცადე, რომ ყველა დაინტერესებული პირი სრულად ინფორმირებული ყოფილიყო კვლევის განხილვის შეახებ. ჩემთვის ძალიან ღირებული იყო მათი შეფასება და რეკომენდაციები.

კვლევის ავტორი: სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სადგურ მარელისის საჯარო სკოლის მასწავლებლი: ნათია კიკნაძე.



Комментариев нет:

Отправить комментарий