четверг, 20 июня 2019 г.


                                კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება
                                                   დასწრების ფურცელი 1
შეხვედრის თარიღი:22.03.2019
შეხვედრის დრო:
შეხვედრის/შეხვედრების თემა : დიფერენცირება
შეხვედრის მიზანი: მასწავლებლებმა თანამშრომლობით დაგეგმონ, ჩაატარონ , დააკვირდნენ და შეაფასონ გაკვეთილი დიფერენცირების ელემენტების გამოყენებით.
შეხვედრის ორგანიზატორის სახელი და გვარი: ნათია კიკნაძე
მონაწილე მასწავლებლების რაოდენობა  4

მასწავლებლის სახელი და გვარი
მასწავლებლის საკონტაქტო ნომერი
ნათია კიკნაძე
577671303
თეა მაღრაძე
577671292
ანა ჭყოიძე
577671294
ლეილა მაღრაძე
577671306
სოფო მესხი
577772766
ნინო ცისკაძე
577671293


კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება:
                                                                                               სამუშაო შეხვედრის გეგმა
კოლეგებთან შეხვედრების ორგანიზატორის  სახელი და გვარი : ნათია კიკნაძე
შეხვედრის თარიღი
შეხვედრის მიზანი
შეხვედრის ძირითადი საკითხები
 1.  22.03.2019
დიფერენცირების ელემენტების გამოყენებით გაკვეთილის დაგეგმვა



განისაზღვრა შეხვედრის მიზანი, შეირჩა სასწავლო საკითხი, კლასი, კონკრეტული კომპეტენციები და უნარები ესგ-დან.
იმსჯელეს საჭირო სასწავლო რესურსებზე, დაგეგმეს აქტივობები, მათი წარმართვისთვის საჭირო დრო.
შეთანხმდნენ დაკვირვების ფოკუსზე და მონაცემების შეგროვების ფორმაზე.
2.29.03.2019
დაგეგმილი გაკვეთილის ჩატარება და დაკვირვება
 გაკვეთილის ჩატარება
გაკვეთილი ჩატარდა  III კლასში. მასწავლებელი   თეა მაღრაძე.
კოლეგები აკვირდებოდნენ განსაზღვრული ფოკუსის მიხედვით, გაითვალისწინა თუ არა მასწავლებელმა წყვილების  დაკომპლექტებისას მოსწავლეთა საჭიროებები და მზაობა.
როგორ იმუშავეს მოსწავლეებმა დიფერენცირებულ  დავალებებზე და მოდიფიცირებულ ტექსტზე.
მასწავლებლებმა დაკვირვების შედეგებზე გააკეთეს მოკლე ჩანაწერები.
3.04.04.2019
ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია
გაკვეთილის განხილვა/შეჯამება
მასწავლებელი, რომელმაც ჩაატარა გაკვეთილი, აფასებს მის ძლიერ და სუსტ მხარეებს. დამკვირვებელი მასწავლებლები გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს, შეაჯამებენ მიღებულ გამოცდილებას და დაგეგმავენ სამომავლო ნაბიჯებს.
     


                                     


                                      კოლეგებთან სამუშაო შეხვედრის ორგანიზება:
                                            მონაწილე მასწავლებელთა უკუკავშირი
შეხვედრის/შეხვედრების თემა: ერთობლივი გაკვეთილი


შეხვედრის/შეხვედრების  თარიღი: 04.04.2019

შეხვედრის ორგანიზატორის სახელი და გვარი : ნათია კიკნაძე


შეხვედრა/შეხვედრის მიზანი : მასწავლებლებმა თანამშრომლობით დაგეგმონ, ჩაატარონ, დააკვირდნენ და შეაფასონ გაკვეთილი დიფერენცირებული ელემენტების გამოყენებით.



სთხოვეთ  შეხვედრის მონაწილე თითოეულ მასწავლებელს შეაჯამოს საკუთარი უკუკავშირი

მონაწილე მასწავლებლის სახელი და გვარი : ანა ჭყოიძე



გთხოვთ შეაფასოთ შეხვედრის ეფექტურობა: 1-ძალიან არაეფექტური, 10-ძალიან ეფექტური

     1
     2
    3
    4
    5
    6
    7
    8
    9
  10

რატომ იყო ეს შეხვედრა/შეხვედრები სასარგებლო და მნიშვნელოვანი თქვენი პროფესიული საქმიანობისთვის?
სასწავლო ჯგუფის შეხვედრაზე გავიღრმავე თეორიული ცოდნა დიფერენცირებული  ელემენტებით დაგეგმილი გაკვეთილის შესახებ. შემდეგ ერთობლივად  დავგეგმეთ გაკვეთილი და  დავალებები გადავანაწილეთ მოსწავლეების მზაობის შესაბამისად. ჩატარებულმა გაკვეთილმა  პრაქტიკულად დამანახა დიფერენცირებული მიდგომის ეფექტიანობა.







მონაწილე მასწავლებლის სახელი და გვარი : თეა მაღრაძე



გთხოვთ შეაფასოთ შეხვედრის ეფექტურობა: 1-ძალიან არაეფექტური, 10-ძალიან ეფექტური

     1
     2
    3
    4
    5
    6
    7
    8
    9
  10

რატომ იყო ეს შეხვედრა/შეხვედრები სასარგებლო და მნიშვნელოვანი თქვენი პროფესიული საქმიანობისთვის?
ამ შეხვედრებით დავეუფლე, თუ როგორ დავგეგმო და საინტერესო გავხადო სასწავლო პროცესი დიფერენცირებული ელემენტების გამოყენებით.  ერთობლივად დაგეგმილმა გაკვეთილმა, რომელიც ჩავატარე მეორე კლასში, მომცა საშუალება პრაქტიკულად განმეხორციელებინა შესწავლილი მიდგომები და აღმოვაჩინე რომ ამაღლდა მოსწავლეთა ინტერესი და გაუმჯობესდა შესასწავლი საკითხის გაგება-გააზრება.





მონაწილე მასწავლებლის სახელი და გვარი : ლეილა მაღრაძე



გთხოვთ შეაფასოთ შეხვედრის ეფექტურობა: 1-ძალიან არაეფექტური, 10-ძალიან ეფექტური

     1
     2
    3
    4
    5
    6
    7
    8
    9
  10

რატომ იყო ეს შეხვედრა/შეხვედრები სასარგებლო და მნიშვნელოვანი თქვენი პროფესიული საქმიანობისთვის?
2019 წლის 22 მარტს ჩატარდა დაწყებითი კათედრის ჯგუფის შეხვედრა. თემა: დიფერენცირებული სწავლება. კოლეგებთან ერთად კიდევ ერთხელ განვიხილეთ და გავუზიარეთ ერთმანეთს ამ მიდგომის სარგებელი სწავლებაში.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემს პრაქტიკაში ყოველთვის ვიყენებ ამ მეთოდს, კოლეგების გამოცდილებას დავნერგავ და გამოვიყენებ.








მონაწილე მასწავლებლის სახელი და გვარი : სოფო ჭყოიძე



გთხოვთ შეაფასოთ შეხვედრის ეფექტურობა: 1-ძალიან არაეფექტური, 10-ძალიან ეფექტური

     1
     2
    3
    4
    5
    6
    7
    8
    9
  10

რატომ იყო ეს შეხვედრა/შეხვედრები სასარგებლო და მნიშვნელოვანი თქვენი პროფესიული საქმიანობისთვის?
ჩემი პრაქტიკული საქმიანობიდან გამომდინარე საჭირო გახდა   გავცნობოდი დიფერენცირებულ მიდგომებს. მომეცა საშუალება დავსწრებოდი დაწყებითი კლასების კათედრის სამუშაო შეხვედრას. სადაც მომხსენებელმა მოგვაწოდა თეორიული მასალა დიფერენცირებულ მიდგომების საკლასო ოთახში დანერგვასთან დაკავშირებით. ერთობლივად დაგეგმილმა გაკვეთილმა კი ნათლად დამანახა როგორ შეიძლება დავალებების გადანაწილება მოსწავლეთა მზაობის შესაბამისად. მიღებული ცოდნის საფუძველზე გამოვიყენებ მიღებულ ცოდნას ჩემს საგაკვეთილო პროცესზე.



      
მონაწილე მასწავლებლის სახელი და გვარი : ნინო ცისკაძე



გთხოვთ შეაფასოთ შეხვედრის ეფექტურობა: 1-ძალიან არაეფექტური, 10-ძალიან ეფექტური

     1
     2
    3
    4
    5
    6
    7
    8
    9
  10

რატომ იყო ეს შეხვედრა/შეხვედრები სასარგებლო და მნიშვნელოვანი თქვენი პროფესიული საქმიანობისთვის?
მიუხედავად იმისა, რომ საგაკვეთილო პროცესში ვიყენებდი დიფერენცირებულ მიდგომებს, სასწავლო ჯგუფის შეხვედრებმა კიდევ უფრო  ნათლად დამანახა მისი აქტუალურობა. თუ რამდენად მნიშვნელოვანია აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების მიზნით მოსაწავლეებისათვის მათი მზაობის შესაფერისი დავალებების უმტკივნეულოდ მიცემა.  მიღებულ ცოდნას ჩემს საგაკვეთილო პროცესზე დავნერგავ და გამოვიყენებ.





                        კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება:
                       შეხვედრის ორგანიზატორი მასწავლებლის რეფლექსია
მასწავლებლის სახელი და გვარი : ნათია კიკნაძე


შეხვედრის /შეხვედრების თარიღი :04.04.2019


შეხვედრის/შეხვედრების თემა: ერთობლივი გაკვეთილი


შეხვედრის/შეხვედრების მიზანი: მასწავლებლებმა თანამშრომლობით დაგეგმონ, ჩაატარონ, დააკვირდნენ და შეაფასონ გაკვეთილი დიფერენცირებული ელემენტების გამოყენებით.

გთხოვთ მოკლედ აღწეროთ შეხვედრის / შეხვედრების მსვლელობა და განხილული საკითხები.
შეხვედრების ციკლი დაიწყო მიზნის განსაზღვრით. მასწავლებლებმა გადაწყვიტეს სასწავლო პრაქტიკაში ფართოდ დანერგონ და გამოიყენონ დიფერენცირებული ელემენტების გამოყენებით გაკვეთილის ჩატარება. ამისათვის მოიძიეს სათანადო მეთოდური ლიტერატურა, გაეცვნენ ე.ს.გ.- ის სტანდარტს. გაკვეთილის ჩასატარებლად შეირჩა მე-2 კლასი.
განისაზღვრა გაკვეთილის მიზანი -მოდიფიცირებული ტექსტის გაგება-გააზრება. სამუშაო ჯგუფის წევრები თემის შერჩევის დროს დაეყრდნენ ,თეა  მასწავლებლის მიერ მეორე კლასში ჩატარებული დიაგნოსტიკური ტესტირების შედეგებს. მან , აღნიშნა , რომ ტექსტის გაგება- გააზრების შემაფერხებელი ძირითადად არის ტექსტის მოცულობა . ამიტომ, სჯობს ჯგუფებს დასამუშავებლად მიეცეს ტექსტის მოდიფიცირებული ვარიანტები და ინდივიდუალურ საჭიროებებზე გათვლილი დავალებები .
ე.ს.გ.-ის სტანდარტით მისაღწევი შედეგი ყველასთვის ერთნაირი იყო, მოხდა მხოლოდ ტექსტის მოდიფიცირება და დავალებების შერჩევა მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით.
საგაკვეთილო თემად შეირჩა „მეფე და მხატვარი“.
განისაზღვრა დაკვირვების ფოკუსი: როგორ იმუშავებს მოსწავლეთა საჭიროებებზე და მზაობაზე დაგეგმილი აქტივობები საგაკვეთილო პროცესში?
მეორე შეხვედრა მოხდა გაკვეთილზე. გაკვეთილი ჩაატარა  II კლასის მასწავლებელმა თეა მაღრაძემ.   გაკვეთილი წარიმართა გეგმის მიხედვით. გაკვეთილის მსვლელობისას გაკეთდა მოკლე ჩანაწერები მასწავლებლების მიერ, დაკვირვების ფოკუსის შესაბამისად.
მესამე შეხვედრაზე მოხდა ჩატარებული გაკვეთილის განხილვა და გამოცდილების შეჯამება. გაკვეთილი წარიმართა გეგმის მიხედვით. აღმოჩნდა, რომ მოდიფიცირებული ტექსტის
დამუშავებას კარგად გაართვა თავი მოსწავლეთა უმრავლესობამ. ეს გამოჩნდა დიფერენცირებული დავალებების შესრულების და მათი პრეზენტაციის დროს.
გადაწყდა, რომ თეა მაღრაძეს
 ხშირად მოეხდინა ტექსტის მოდიფიცირება და დავალებების დიფერენცირება.
ამასთან, სხვა მასწავლებლებმაც დაგეგმონ გაკვეთილი დიფერენცირების ელემენტების გამოყენებით, გაითვალისწინონ მეორე  კლასში ჩატარებული გაკვეთილის ძლიერი და სუსტი მხარეები.


                                      როგორ დაგეხმარათ აღნიშნულ შეხვედრაში / შეხვედრებში მონაწილეობა თქვენს პროფესიულ საქმიანობაში?


შეხვედრებში მონაწილეობამ გამიღრმავა თეორიული ცოდნა დიფერენცირების ელემენტებით დაგეგმილი გაკვეთილის შესახებ. მოვიძიე სათანადო მეთოდური ლიტერატურა. შეხვედრისას, კიდევ ერთხელ გავეცანი იმ ეტაპებს , რაც სჭირდება დიფერენცირებული გაკვეთილის დაგეგმვას.
მესამე შეხვედრაზე, გამოცდილების შეჯამებით და კოლეგების მიერ გაკეთებული უკუკავშირით გავიუმჯობესე პედაგოგიური უნარ-ჩვევები.

                                    როგორ გამოიყენებთ ამ შეხვედრაზე მიღებულ გამოცდილებას მოსწავლეების შედეგების გასაუმჯობესებლად?

შეხვედრების შედეგად მიღებული გამოცდილებას შევიტან ჩემს საკლასო ოთახში. დიფერენცირების ელემენტების გამოყენებით დავგეგმავ იაკობ გოგებაშვილის  მოთხრობას „მეგობრები“. მოვახდენ ტექსტის მოდიფიცირებას დაბალი და საშუალო მზაობის მოსწავლეებისთვის. რაც, გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში


Комментариев нет:

Отправить комментарий