четверг, 6 июня 2019 г.

                                საზაფხულო სკოლის რეფლექსია (გაგრძელება)

                  საზაფხულო სკოლის მესამე დღეს გეგმით გათვალისწინებული მოთხრობა ,,ძილისპირული,, დავახვედრე  მოსწავლეებს.  ესეც სათითად ამობეჭდილი. წაკითხვამდე  ვისაუბრეთ ადამიანისთვის ძილის აუცილებლობაზე, ჯანსაღ ძილზე, სიზმრებზე და შემდეგ დავიწყეთ წიგნის კითხვა. ამჯერად საჩვენებელი კითხვა გამოვიყენე, როგორც მეთოდი. ჯერ მე ვკითხულობდი, შემდეგ მოსწავლეები კითხულობდნენ.  მარტივი კითხვებით გავიაზრეთ ნაწარმოები, რის შემდეგაც გავიხსენეთ და გავივარჯიშეთ ასო-ბგერა ,,ძ,,-ს ჩაწერაზე.  მოსწავლეებმა ჯერ რევულში ჩაწერეს  ძილისგუდა ბიჭის სიზმრები, შემდეგ კი ფლიფჩარტზე გადაიტანეს.

       მათემატიკის საათის დროს კი ვიმუშავეთ  მეთოდით: ,,სწავლა კეთებით,,. კერძოდ კი მოსწავლეებს შევთავაზე ზაფხულისთვის თემატური თამაში.  მოსწავლეებს  მივეცი თეთრი თაბახის ფურცლები. მაგიდაზე კი დავუდე ორი კოლოფი. ერთში  ნაყინის ვაფლის ფორმის  ყავისფერი ფურცლები იყო, მეორეში კი ფერადი რგოლები. მივეცი ინსტრუცია, ამოეღოთ ყავისფერი ფურცლები ყუთიდან, თითოს 4 ცალი. ფურცლეზე ეწერა რიცხვები. და დაეწებებინათ თეთრ ფურცელზე. შემდეგ კი რა რიცხვიც ეწერა მასზე, იმ რიცხვის შემადგენელი რიცხვები მოეძებნათ უკვე მრგვალ, ფერად ბურთებზე. მაგ. ყავისფერ ფურცელს ეწერა რიცხვი 9. ზემოდან უნდა დაეწებებინათ ორი ფერადი ბურთი რომელზეც ეწერებოდა 5 და 4, ან 3 და 6, ან 2 და 7 დ.ა.შ. საბოლოოდ მიიღეს აპლიკაცია ფერადი ნაყინები და თან გავარჯიშეს რიცხვების შედგენილობაში.

Комментариев нет:

Отправить комментарий