четверг, 6 июня 2019 г.

                                              საზაფხულო სკოლის რეფლექსია
     დღეს მეოთხე დღეა, რაც საზაფხულო სკოლას ვაფუნქციონირებ. ძალიან კმაყოფილი ვარ მოსწავლეთა ჩართულობით და მოტივაციით. მინდოდა ეს წერილი სკოლის ბოლო დღეს ამეტვირთა, მაგრამ გადავწყვიტე დღეს შემეჯამებინა განვლილი ოთხი  დღე.
      პირველ დღეს მოსწავლეებს დავახვედრე თითოეულს ამობეჭდილი წიგნი,  ,, წრიპა წერო,,.  წიგნმა მოსწავლეებში გამოიწვია დადებითი ემოციები და დავიწყეთ კითხვა. გამოვიყენე კითხვის მეთოდი: ,,ქოროში კითხვა,, ,მოსწავლეები კითხულობდნენ ხალისით და ჩემგან იღებდნენ კოსტრუქციულ უკუკავშირს.   მარტივი კითხვების მეშვეობით დაახასიათეს წერო,  შემდეგ კი ფლიფჩარტზე თითო-თითო წინადადებებით მოსწავლეებმა გადაიტანეს   წეროს დახასიათება. ასევე დახატეს ნახატები და მიამაგრეს ფლიფჩარტს. შემდეგ მოძებნეს წიგნში ის წინადადება, სადაც მათი აზრით ყველაზე მეტი ასო-ბგერა ,,წ,, იყო გამოყენებული და გადაწერეს რვეულში.
მათემატიკის საათის დროს გამოვიყენე მათთვის წინასწარ შედგენილი სახალისო ტესტები. იმუშავეს მოსწავლეებმა 20-ის ფარგლებში შეკრება-გამოკლების მაგალითებზე.

       მეორე დღეს დავახვედრე  თითოეულს ამობეჭდილი წიგნი ,,ხვლიკი ხაკო,,. ჩემი მიზანი იყო მოსწავლეებს კიდევ ერთხელ გაემახვილებინათ ყურადრება  ასო-ბგერა ,,ხ,,-ს სწორად  ჩაწერაზე.კითხვის მეთოდი იგივე გვქონდა, რადგან წინა დღეს გაამართლა. კითხვებით დაახასიათეს ხაკო, შეაფასეს მისი საქციელი წინადადებებით და გადაიტანეს ფლიფჩარტზე. 
       მათემატიკის საათზე კი დავურიგე მათთვის წინასწარ ამობეჭდილი სურათი, რომელიც დაყოფილი იყო ზონებად. თითოეულ ზონაში მოთავსებული იყო მაგალითი, ხოლო მაგალითის პასუხების მიხედვით კი ფერები. აქტივობა სახალისო და საინტერესო იყო, საბოლოოდ მოსწავლეებმა გაივარჯიშეს მაგალითების ამოხსნაზე და მიიღეს ფერადი სურათი თუთიყუშის გამოსახულებით

.



2 комментария:

  1. ძალიან საინტერესოა,წარმატებას გისურვებ!

    ОтветитьУдалить
  2. წარმატებები ❤️❤️საინტერესო ბლოგია❤️❤️❤️

    ОтветитьУдалить