вторник, 18 июня 2019 г.

 საზაფხულო სკოლის ქრონიკები: მეშვიდე, მერვე, მეცხრე და მეათე დღეები

მეშვიდე დღეს წავიკითხეთ ,,ზაზუ და რეზო,, მოთხრობა პატარა ზღარბზე , რომელსაც დაბადების დღე ჰქონდა და რეზომ ბზრიალა აჩუქა. მოსწავლეები შეეცადნე დაეხატათ ზუზუ და ბზრიალა. მარტივი კითხვების მეშვეობით დაახასიათეს ზუზუ და რეზო და შეადგინეს მარტივი წინადადებები. 
მათემატიკის საათზე კი ვივარჯიშეთ რიცხვების ზრდადობით და ნაკლებობით  დალაგებაზე.
მერვე დღეს გვქონდა თემა: ,,ვინ სად ცხოვრობს,, ტექსტის მიხედვით შევადგინეთ ცხრილი, სადაც ტექსტში მოცემულ ყველა ცოცხალ არსებას მივუწერეთ საცხოვრებელი გარემო. ვისაუბრეთ მათ საცხოვრებელ გარემოებზე და გავავლეთ პარარელი ბუნებისმეტყველებასთან.
მათემატიკის საათზე მოსწავლეებმა იმუშავეს შეკრება -გამოკლების მოქმედებებზე, ჩემს მიერ შედგენილი ტესტებით.
მეცხრე დღეს ვიმუშავეთ ტექსტზე ,,ლოკოკინა ლილა,, რომელიც მაღლა მთაზე ავა და სოფელს ნაკადულს დაუბრუნებს. მოსწავლეებმა დაახასიათეს ლილა და შესდგინეს მარტივი წინადადებები ტექსტის გარშემო.
მათემატიკის საათზე მოსწავლეებმა იმუშავეს შეკრება -გამოკლების მოქმედებებზე, ჩემს მიერ შედგენილი ტესტებით.

მეათე დღეს კი შევაჯამეთ განვლილი დღეები, მოსწავლეებისგამ მივიღე უკუკავშირი და მათი განწყობა და დამოკიდებულებები გადაიტანეს ფლიფჩარტზე. 



Комментариев нет:

Отправить комментарий