воскресенье, 26 июня 2016 г.

მეცხრე დღე

ჩემი პროექტი - ,,ციხე-კოშკები მდუმარე, ძველად სამშობლოს მცველები
        ეს ტრენინგ-მოდული დამეხმარა, გავცნობოდი პროექტებით სწავლებას, მის დადებით მხარეს. კერძოდ, იმას, რომ მოსწავლე  თვითონაა  ჩართული სასწავლო პროცესში, ხოლო მასწავლებელი არის გზის მიმცემი, დამხმარე.
        პროექტული სწავლებისას მოსწავლეებს უვითარდებათ   21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. კურსის გავლისას გავეცანი სხვადასხვა სახის  შეფასების რუბრიკებს, ჩეკლისტებს, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები შეძლებენ მიცემული დავალების ადვილად შესრულებას და მიიღებენ შესრულებული სამუშაოს ირგვლივ უკუკავშირს.    
        ტრენინგის მსვლელობისას  შევასრულე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება დავალების სწორად შესრულებაში. 
        ამ მოდულით ვისწავლე, როგორ წარვმართო ჩემი პროექტი ისე, რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ მაღალი დონის სააზროვნო უნარები და სასწავლო პროცესში იყვნენ მაქსიმალურად ჩართულები. ასევე ვისწავლე, როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტი, როგორ განვსაზღრო მისი მომზადებისთვის  საჭირო დრო.
        მოდული იყო ძალიან საინტერესო  და მნიშვნელოვანი, ნაყოფიერი, რადგან პროექტის დაგეგმვის ყველა ეტაპს ვასრულებდით პრაქტიკულად.
         შევქმენი ისეთი პროექტი, რომლის განხორციელებაც უკვე შესაძლებელია და ვგეგმავ სექტემბრიდან მასზე მუშაობის დაწყებას.

     

მეექვსე დღე

 ეს მოდული დამეხმარა გამეანალანიზებინა თუ როგორ დამეხმარება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა მოდულის მოლოდინების ზუსტად განსაზღვრაში,როგორ ვუზრუნველვყო მოსწავლეების მიერ სასწავლო მიზნებისმიღწევა საპროექტო  დავალებებზე მუშაობისას.
   მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით შევქმენი სავარაუდო ნაშრომი PowerPoint -ში საყვარელი პროფესიის შესახებ. ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს მოსწვლე 21- საუკუნის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში და შედეგიც უფრო ეფექტურია.

მეხუთე დღე

 ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ: ბლოგზე მასალის ატვირთვა, კომენტარის გაკეთება და წაკითხვა. შევაფასე ბლოგზე მასწავლებლის პროექტი რუბრიკის გამოყენებით. მსგავსს რუბრიკას შევიტან სასწავლო პროცესში. მოსწავლეებს ეცოდინებათ იგივე შეფასების რუბრიკები და შეძლებენ თანაკლასელს ნამუშევრის შეფასებას,მეც მექნება საშუალება შევაფასო ბლოგზე ატვირთული მოსწავლეთა ნამუშევარი.
    ვისწავლე სხვადასხვა საძიებო საიტების გამოყენება საძიებო ველში. საძიებო სიტყვის კონკრეტულად ჩაწერა ბრჭყალებით, რაც ნამდვილად გამიადვილებს ძიების პროცესს. ასევე ბუკმარკებში საიტის შენახვა და მოძებნა.
      ასევე ვიმუშავეთ გუგლ დრაივში მასალის ატვირთვაზე,ვისწავლე ამ მასალის კორექტირება და ცვილებების შეტანა,რაც ძალიან მაინტერესებდა. 

მეოთხე დღე

   ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.  გავეცანი შეფასების ხუთ სტრატეგიას,ამ ხუთ სტრატეგიაში ჩადებული მეთოდები და ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენო მოსწავლეების უნარ-ჩვევების,ცოდნის შესაფასებლად. მთელი პროექტის განხორციელების მანძილზე მოსწავლეებს ვაფასებ ხუთი მიმართულებით.ეს მიმართულებებია:
1. მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა.
2.თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის შეფასება.
3.პროცესის მონიტორინგი.
4.გაგების შემოწმება და მეტაშემეცნების წახალისება.
5.გაგების და უნარების დემონსტრირება.
  

მესამე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.
          საგნობრივი სტანდარტები დამეხმარა გამეანალიზებინა თითოეული საგნის მისაღწევი   შედეგების და საპროექტო მიზნების მკაფიო ჩამოყალიბებაში.
   მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების დასმით მოსწავლეებს გავაანალიზებნებ პროექტის მიზანს და მნიშვნელობას. საკვანძო  კითხვები მოსწავლეებს საშუალებას მისცემმს გამოიყენონ  მაღალი სააზროვნო უნარები,გაიზრონ ზოგადი ცნებები.მიმართულების მიმცემი  საკვანძო კითხვები მოიცავს ზოგად,თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს.
       მეორე მოდულზე მუშაობის დროს გავეცანი სხვადასხვა პროექტების გეგმის შაბლონებს,  შევძელი ჩემი პროექტისათვის სტანდრტების და სტანდარტებიდან გამომდინარე მიზნების დასახვა.მოვიფიქრე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.
       ტრენინგზე მირებული ცოდნა სწორედ დროულია და აქტიურად გამოვიყენებ პრაქტიკაში.

суббота, 25 июня 2016 г.

მერვე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი სწავლებისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით, დიფერენცირებული მიდგომის დროს ყველა ტიპის მოსწავლეს ჩავრთავ საპროექტო აქტივობებში. ამ მიდგომებს გავეცანით ვიუვერშიდა და პროექტის გეგმის შაბლონში შევიტანეთ ცვლილებები დიფერენცირებული სწავლების განყოფილებაში. ვიუვერმა გამაცნო რომ პროექტული სწავლების დროს მოსწავლე უნდა იყოს დამოუკიდებელი მსწავლელი და უნდა შეეძლოს საკუთარი უნარ- ჩვევების რეგულირება. გავეცანი მოსწავლის მხარდაჭერისთვის ვიუველში შექმნილ მოსწავლეთა უამრავ სავარჯიშოს და მეც ჩემი პროექტისთვის გავაკეთე მოდეფიცირება , გავეცანით ფასილიტააციის ნიმუშებს და მსგავსი პრეზენტაცია გავაკეთე ჩემი პროექტის ფარგლებში.

пятница, 24 июня 2016 г.

მეშვიდე დღე

მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანილეზიბინა, მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით. პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა დამეხმარა შემეფასებინა კილეგის მიერ შესრულებული მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. ამით გავარვიე, თუ როგორ აქვს 21- ე საუკუნის უნარები ჩართული ამ პროექტში.ასევე გავარკვიე მოწავლემ გაიაზრა თუ არა პროექტის საკვანძო საკითხები. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს შევუქმენი შეფასების რუბრიკა, რაც ჩემ მოსწავლეს დააეხმარება პროექტს სიღმისეულ წვდომაში. პროექტის გეგმის შაბლონში შევავსე შეფასების რეზიუმე.

воскресенье, 29 мая 2016 г.

მეორე დღის რეფლექსია

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე, სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.
რომ პროექტი უნდა დაიგეგმოს წინასწარ და აუცილებლად უნდა გაუკეთდეს პორთფოლიო, სადაც გაიწერება ყველა დეტალი,  რომ მასწავლებელია გეზის მიმცემი და მოსწავლეზეა მოქმედებები გადატანილი.
სასწავლო ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს ისე რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ მაღალი სააზროვნო უნარ-ჩვევები, ოცდამეერთე საუკუნის უნარ-ჩვევები.